დავით ქართველიშვილი: უკრაინის ფრონტზე ვითარების შემობრუნების დრო დგება! ლგბტ ყველა ქვეყნისა – შეერთდით!

„გიორგობას არც ერთი სექტანტი არ დავინახოთ საქართველოში! ყველანი კიევის ლგბტ-ფესტივალზე!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის…

კახა კალაძე: ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა

ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლორამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ, – ასე…

კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე: მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებისგაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.ამის შესახებ მან…

სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენეს

იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე…

ჯეფრი საქსი: 600 000 უკრაინელია დაღუპული მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი ჩაფრინდა კიევში, რათა ეთქვა, რომ ისინი უნდა იყვნენ მამაცები – უნდა გვესმოდეს, საქმე არ არის ისე, როგორც ყოველდღიურად გვეუბნებიან

ნება მომეცით ორ წუთში აგიხსნათ უკრაინის ომი. ეს არ არის პუტინის თავდასხმა უკრაინაზე ისე, როგორც ყოველდღე…

ილია დარჩიაშვილი- პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რას გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები

პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რას გადადგამს…

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალისFreedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემასსკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე…

ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობისდასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში…

ეკა სეფაშვილი: საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება რომ მისცემოდა, ქვეყანამ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა. ასე რომ, ერთი ხელის მოსმით უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოხდება

„მოსახლეობას შევახსენებ, რომ სულ ახლახან ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით…

ეკა სეფაშვილი: ევროპარლამენტარების ნაწილი ქართველ ხალხს ეუბნება – არ გინდათ დემოკრატია, არ დაიცვათ კანონის უზენაესობა, ამის ნაცვლად დაგვიჯერეთ ჩვენ, რადგან ჩვენ ოპოზიცია მოგვწონსო

„ნამდვილად გაუგებარია, თუ რას ემსახურება ოპოზიციის დღევანდელი შეკრება. არჩევნებში წააგეს, მიიღეს ხმების ის რაოდენობა, რა რაოდენობის…

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია

„მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან…

*ილია დარჩიაშვილი- ოპოზიციას ყოველდღე ახალ-ახალი ულტიმაატუმები აქვს, გაგვიჭირდება გავყვეთ ამ დინამიკაში; ვისურვებდით, ყველამ იაზროვნოს რაციონალურად;    დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსები, რომლებიც ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს თუ გაუგებარ პრეტენზიებს უყენებენ ჩვენს ქვეყანას და დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან*

ვისურვებდით, რომ ყველამ იაზროვნოს რაციონალურად;    დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ხელოვნურად შექმნილ კონიუნქტურაში სხვადასხვა ტიპის…

ირაკლი კობახიძე – კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის  ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას

კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას, -ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ ვიზიტით საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება. „რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. პირიქით, ეს არის საჩუქარი რეალურად ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი-ორი მეგობრის ვიზიტი პოსტ საარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა  და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნოპერიოდშიახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს. „ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში ასახა

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზე საქართველოს დასახელებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი. „ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს სამუშაო, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა,“- განაცხადა პრემიერმა.