fbpx

ირაკლი კობახიძე – გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაშიც ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ირაკლი კობახიძე  –  საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი,…

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ…

საზოგადოება ქართულის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია :,, რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას

მათ ერთი პატრონი ჰყავთ, ერთნი არიან” ,, რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას,…

შალვა პაპუაშვილი-187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში თავიდან უნდა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. დარწმუნებული ვარ, წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს იმის შემყურე რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს

შალვა პაპუაშვილი- სულ ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას- უნდა ვიცოდეთ,…

ირაკლი კობახიძე – ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით,  საქართველო  არის  გამოკვეთილი ლიდერი, ჩვენ ამოცანაა, მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.  „ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიო სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია უკრაინაში, მოლდოვაში,კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში,  არამედ მოვხვდეთ  მსოფლიო ქვეყნების  სამეულში კორუფციის  სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

პრემიერ-მინისტრმა თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები,…

ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო და კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო, ეს  უბრალოდ გაუგებარია

არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს…

ირაკლი კობახიძე  – ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ  პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში…

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის არჩევნების შედეგებიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, GenZ თაობის ამომრჩეველთა 45-55%-მა ხმა მისცა დონალდ ტრამპს, ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა წინა არჩევნებთან შედარებით

კარგი იქნებოდა, ამ სტატუსის შინაარსს გასცნობოდა ჩვენი ახალგაზრდების თაობა. აშშ-ის არჩევნების შედეგებიდან ჩემთვის სწორედ ეს არის…

სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის ფარგლებში სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური…

ირაკლი კობახიძე – შარლ მიშელთან ყველაფერზე ვისაუბრე, ალბათ გამოიტანს დასკვნას

ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება.  „ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას,  მეორე დღესვე  პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას  ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ  დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერი – 2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა 

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე…

ირაკლი კობახიძე – ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან  პროდუქტიული,  გვქონდა მნიშვნელოვანი  საუბრები შესაბამის ლიდერებთან, იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან. „რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან  კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ . რობერტ ფიცომ მიმიწვია  სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი,  მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები.  ეს არის ის,  რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“,…