„თუ არ უნდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, რად უნდა ამას ფიცი და მტკიცი – არ შევლენ და…
დღე: ნოემბერი 12, 2024
თამთა მეგრელიშვილი: არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი…
გური სულთანიშვილი-თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ
ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით ლიბერალური საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს. სულთანიშვილი აღნიშნავს,…
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით,…
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების…
ილია დარჩიაშვილი – ბაქოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს
წარმატებით გრძელდება ბაქოში გარემოს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს,ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. „პრემიერ-მინისტრს ერთი მხრივ, ჰქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში. მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა ლიდერების დისკუსიებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია სხვადასხვა ქვეყნების იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კოორდინირებული გზით, გარემოს რისკების შემცირება კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჰქონდა ინტერვენცია სხვა ლიდერებთან ერთად.კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დისკუსია იყო ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი, სადაც ლიდერები ეძებენ გზებს, თუ როგორ იმუშაონ სხვადასხვა ქვეყნებმა ახლოს გაეროსთან ერთად იმისთვის, რომ სხვადასხვა რისკებზე, რომელიც ემუქრება ჩვენს პლანეტას, გარემოს, კლიმატის ცვლილების მიმართულებით, იყოს კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ირაკლი კობახიძე – გვჯერა,საქართველოს ინიციატივები,შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ასევე შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში
გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action – განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება
კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის…
ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი
საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად. „საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს. საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად; დაგეგმილია ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის…
იუსტიციის მინისტრისმოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო. ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო. ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
კიევში 23-24 ნოემბერს ქვიარ პროპაგანდის ფესტივალი გაიმართება
ორგანიზაცია „კიევ პრაიდი“ 23-24 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ქვიარ პროპაგანდის ფესტივალს ჩაატარებს. „უქმეები არსებობს იმისთვის, რათა საინფორმაციო…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს…
ირაკლი კობახიძე -საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად
საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს პრემიერი.
კახა კალაძე – საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია,მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს
„საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ამას ჩვენვხედავთ. ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარიარის მათი…