fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია ისევ ატყუებს ხალხს. ტრამპი მშვიდობის პოლიტიკით მოვიდა, რაც არ ითვალისწინებს არც ომს, არც სანქციებს, არც შანტაჟს და ქვეყნის იზოლაციას. მშვიდობის პოლიტიკა მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზეა დაფუძნებული, რაც ტრამპის ხელწერაა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის.

პრემიერი – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, საჭიროა არგუმენტები

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ…

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ვუთხარი, რომ  ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და მოქნილი ნებისმიერი დისკუსიისთვის

შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, – …

ირაკლი კობახიძე -ევროპის პოლიტიკურიგაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ  ლიდერებთან,რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შარლ მიშელთან ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურადმიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე პრემიერ- მინისტრთან, შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს ფორმატებიც იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ  გზავნილები მაქსიმალურად ყოფილიყო მიტანილი პარტნიორებთან. „სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იყო მთავარი განსახილველი თემები. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ- მინისტრთან, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 5:1 მოვიგეთ არჩევნები, 890 ათასი ხმით ნაკლები აიღო მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე „ნაცია“, ეს არის ტყუილი

ყველაფერი იქნება კარგად, ეს მატჩი მოვიგეთ ჩვენ დაახლოებით 5:1, მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 43 პროცენტით,…

პრემიერი   – მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას,  არის დსთ-ს წევრი ქვეყანა,  არ დაუწესებია სანქციები ისევე, როგორც ჩვენ და ამ დროს მოლდოვის და საქართველოს მიმართ  განსხვავებული დამოკიდებულებაა,   ცალსახა უსამართლობაა

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს…

პრემიერი – სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად 

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება – ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თქვა უარი, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი…

პრემიერი – ოპოზიცია ებრძვის ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები, თენგოც ვეღარ შველის, არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები

ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებს ოპოზიცია არის ის, რომ ისინი ებრძვიან ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა…

რატი იონათამიშვილი- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტთან…

ცსკ- გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია

ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში იმართება. სამიტი…

15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“. დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის მშენებლობა. პრემიერ-მინისტრმა  სიტყვით  გამოსვლისას  ასევე ყურადღება დაუთმო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სატრანზიტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორად ფართო რეგიონში. დახურული ფორმატის დისკუსიაში, რომელსაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი  თავმჯდომარეობდა, ესტონეთის, პორტუგალიის,სერბეთის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინის, მოლდოვას და სხვა  ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.