ზაზა შათირიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე- როგორც ჩანს, აგენტურისათვის დავალებების მიმცემი უცხოელები ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ მისი სახით საქართველოში კიდევ ერთი ყურმოჭრილი მონა მიიღეს- გირჩი წარმატებით ჩაეწერა ქართული წარმოშობის უსამშობლო აგენტურათა სიაში

„წლების განმავლობაში ჯაფარიძეს უცხოელი პატრონები არ სწყალობდნენ. ის დიდხანს ცდილობდა ქართველი აგენტების სიაში ჩაწერას, მაგრამ გარკვეული…

ეკა სეფაშვილი წინასაარჩევნო ბანერებზე: „ოპოზიციის ისტერია გამოწვეულია იმით, რომ მათ ზრახვებს ასეთი თვალსაჩინო ვიზუალიზაცია მოუძებნა „ქართულმა ოცნებამ“

ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას რადიკალების მიზნების მხილებად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო…

პრემიერი:ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატი კაა ტურიზმი და მშვიდობა,სამშვიდობო პოლიტიკა  ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია,რაც ასევე აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა

ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული; მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო ტურიზმის სექტორის გამორჩეული წარმომადგენლების შეხვედრის ადგილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის. „მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ინდუსტრიის ეფექტიანი და დინამური განვითარებისთვის; ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს  ფაქტორს წარმოადგენს,“- განაცხადა  ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სამშვიდობო პოლიტიკა მმართველი ძალის პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა. „ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ათწლეულზე მეტია,  საქართველოში არ ყოფილა ომი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ. დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა;  იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქლაქისათვის; მათ შორის, ვიმდეოვნეთ, რომ ტურიზმისაგან უდიდეს სარგებელს მიღებს ჩვენი ქვეყნის ამ უმშვენიერეს მხარეებში მცხოვრები თითოეული მოქალაქე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, ისევ ეს ძველიდრომოჭმული სახეებიმათ შორის, დანაშაულში,სისხლში გასვრილიადამიანები არიან ოპოზიციის სიებში

ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ  პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის სიებში არიან ძველი, დრომოჭმული სახეები და დანაშაულში გასვრილი ადამიანები. „ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის, დანაშაულში გასვრილი ადამიანები, სისხლში გასვრილი ადამიანები – ეს არის ოპოზიციის სიები.  მათ შორისაა სააკაშვილი, გვარამია და სხვები, დრომოჭმული, სისხლიან საქმეებში გასვრილი ადამიანები,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 27 სექტემბერი არის  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში,პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება  ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული  ვარ,ეს ოცნება აუცილებლად ახდება

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს  ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წებრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი   მიაგო. „27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი,ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და…

პრემიერი -დღეს, ქართულ არჩევნებში  გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და  ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, თუმცა ვერც ადრე მოახერხა ვინმემ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირება და ვერც ახლა ექნება ეფექტი გარე ჩარევებს. „ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გაეროში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს

გაეროში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

კახა კალაძე: მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ურთიერთპატივისცემითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან…

ირაკლი კობახიძე ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე,…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მადრიდში საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და გენერალური ინსპექციის უფროს გიორგი ნოზაძესთან ერთად, ქალაქ…

Responsible Statecraft: შეიძლება თუ არა აშშ-ს დადანაშაულება საქართველოს არჩევნებში „ჩარევაში“?- ვაშინგტონის მკაცრი მიდგომა „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, ზოგჯერ ფარისევლობის ნიშნებს ატარებს

ვაშინგტონის მკაცრი მიდგომა „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, ზოგჯერ ფარისევლობის ნიშნებს ატარებს, – აღნიშნული სათაურით სტატიას გამოცემა…

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისპატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ…

მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს – დავით კოდუას გზავნილი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან

„ქართული ოცნების“  წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო  ხაზთან მდებარე სოფელ რუხში. ადგილზე იმყოფებოდნენ…

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის…