მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტპროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა. „არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. „საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თვე: სექტემბერი 2024
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ NGO-მ, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის NGO-ები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში. მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა. „ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი,“- განაცხადა პრემიერმა. One attachment • Scanned by Gmail
„გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა,ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება“-ეკატერინე ფარულავა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს,სამეგრელოში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. რეგიონისთვის გემო ფესტისგამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის…
დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გარანტია, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნაა
პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების და ფუნქციონირების გარანტი არის.…
მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი…
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი…
ირაკლი კობახიძე – კამპანია “ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია
კამპანია “ჩემი ხმა”, არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების…
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა
ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ…
კახა კალაძე: ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული,ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება
„ეს არის უბრალოდ შეფუთული თემა და პრობლემა არის ორი რამ – საქართველო არშეუერთდა სანქციებს და აქ…
კახა კალაძე: ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი დემოკრატიას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს…
კახა კალაძე: ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა, შესაბამისად, ის ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური
„ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, ის ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური“, – ამის შესახებ…
კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენსაქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირე ითვალისწინებს.კახა კალაძის განმარტებით,…
კახა კალაძე: ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს დღეებში წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს, თუმცა, მანამდე მთავარი…
კახა კალაძე: როდესაც გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული
„როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას. ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს –…