“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების:…
თვე: სექტემბერი 2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილი აპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუის შეხვდა
ბოლნისის მერი,მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ…
მამუკა მდინარაძე: გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე
ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად…
რატი ბრეგაძე:„სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეიძლებაქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღონ დაფინანსება საკუთარი სახელმწიფოსგან და, ამავდროულად, რატომ არის შესაძლებელი დაფინანსების მიღება უცხოური სახელმწიფოსგან“
„პრემიერის ინიციატივა ემსახურება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ,ისე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფას სახელმწიფო ინტერესების გატარებაში, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი, ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ დაფინანსება საქართველოს სახელმწიფოსაგან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ქართული…
რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნებაა“ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია საქართველოს ევროპულ გზაზე, რაზეც მეტყველებსკონკრეტული ფაქტები“
„საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით; სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი, დეკლარირებული, გამოტანილი, მათ შორის, საარჩევნო სლოგანზეც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ მიმართულებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება: „როდის შემდეგ გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული პასპორტით შესაძლებელი ვიზის გარეშე გამგზავრებულიყო ევროპაში? – სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში; როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. რაც შეეხება ოპოზიციას, მინისტრის თქმით, არცერთ პოლიტიკური ძალას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე რუსეთისათვის, რამდენიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა: „ჩვენ მოვიგეთ ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირი სამხედროების ინტერესები ბოლომდე, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში“.
რატი ბრეგაძე: „დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამარცხებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. ის არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და გიდასტურებთ, რომ მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და ნდობა, საზოგადოებას მის მიმართ აქვს სიმპათიები. ეს ადამიანი არის კარგი მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამარცხებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა, არის ძალიან მოხარული, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილია სიის სათავეში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე. რატი ბრეგაძის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება დემოკრატიული არჩევნების გზით. „ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი 2012 წელს იმ ავტოკრატიული რეჟიმის, რომელიც უკვე ტოტალიტარულისკენ იძვრებოდა, დამარცხება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ერქვა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი, რომ დამარცხებულიყო ეს რეჟიმი დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში შესულ სპორტსმენებზე„ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგ ჰქვია“
„ბატონ ტალახაძეს და ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგ ჰქვია. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს კანონმდებლობით შესაბამისი უფლება, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში. როდესაც ერთმანეთს ემთხვევა პოლიტიკური სიმპათიები და მსოფლმხედველობა, ადამიანები ერთიანდებიან ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. თუკი ბატონ ტალახაძეს და ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და. შესაბამისად. მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძე: „საქმიანობის კუთხით არსებობს მკვეთრი სხვაობა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის და ეს წითელი ხაზი უნდა იყოს სათანადოდ დაცული პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისგან“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან საარჩევნო პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა: „საარჩევნო…
რატი ბრეგაძე: „კეზერაშვილი, რომელზეც არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი და რომელიც ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის განვითარებას, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან კეზერაშვილის შესახებ გააკეთა კომენტარი. „ის, რომ კეზერაშვილი…
რატი ბრეგაძე: „ეს ბიჭები არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას ახერხებდნენ სხვადასხვა სპორტულ მოედანზე“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული სიის დასახელების…
რატი ბრეგაძე: „სასიხარულოა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის სიის პირველი ნომერი. ეს ადამიანი არის ის პიროვნება, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაში“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული ოცეულის დასახელებასთან დაკავშირებით…
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია იმდენად განულებულია პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვეულებრივი უმრავლესობით გამარჯვება გარანტირებული აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი წყვეტს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედს
ეს დაიმახსოვრეთ, არ აინტერესებს აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა, დაამტკიცა თავისი მოქმედებით ამ კაცმა. თავის სამშობლო აინტერესებს ამ…
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართულიმიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო…
ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი: ომის პარტია (დემოკრატები) წავა ნებისმიერთან, რომლისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის
ამერიკელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ პოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის…
ჯეიმი ოლივერის მომზადებული ხაჭაპური-მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავისმორიგი ვიდეო რგოლები ქართული კერძების შესახებ
ბრიტანელი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ისგვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9 წუთიან, 1:30 წუთიან და…