საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას. „ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი, არც მეორე, ანუ არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამ საბაბით გაწვეულ იქნა უკრაინის ელჩი საქართველოდან, რაზეც საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას,“- აღნიშნა პრემიერმა.
თვე: სექტემბერი 2024
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე
ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, –…
ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, შემაშფოთებელია, რომ ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამ მიმოსვლის წყალობით ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს
დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ის საგმირო საქმეები, როგორიც არის ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ძარცვავს…
ირაკლი კობახიძე -ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში,ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ჩემს წლიურ ანგარიშზე ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიადარარელევანტურია
რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა. პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. „კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი მიხაილ როთის ვიზიტზე – ეს ადამიანი ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში, რაც ჩაუვარდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას
მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი…
პრემიერი – ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომაზე ფიქრიც კი ოპოზიციის მხრიდან ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა
ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ …
პრემიერ-მინისტრი ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. მთავრობის…
ირაკლი კობახიძე – საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის
საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს…
ირაკლი კობახიძე არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა
არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ…
ირაკლი კობახიძე – ბულინგი იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, აბსოლუტურად მიუღებელია
ეს ბულინგი, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, არის…
ირაკლი კობახიძე -კონსტიტუციის მიხედვით,პრეზიდენტი უნდაიყოს ზეპარტიული, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი
პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის უნრერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა. „სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი. ასეთ ფონზე, მისი სრული ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს
ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს…
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია. ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება.
გუსტავ ტალვინგი საქართველოს იუსტიციის მინისტრს„დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“
ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირად წვლილზე საუბრობს. ამის შესახებ მან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ. „საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“. გუსტავ ტალვინგმა რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზედაც საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციის პროგრამებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს: „მე გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ სიღრმისეულად იყო დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ 2 საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის“.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ
იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ. კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა. „ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის; დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება; ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. „სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა. „ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა. „საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, – განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.…