არავის უკვირს ის, რომ NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს NGO-ები არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას და პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. „იყო არაერთი ფაქტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი საარჩევნო აგიტაციისთვის, არაერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ასეთი ფაქტები. ასევე იყო პარლამენტარებზე თავდასხმები. როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ხვდება ანგარიშებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან არა დამკვირვებლები, არამედ, არიან პირდაპირი პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესების მქონე გაერთიანებები. ეს NGO-ები არც მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას, პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მათ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“დაბრუნება ხელისუფლებაში,რასაც ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: სექტემბერი 2024
პრემიერი-საარჩევნო პროცესში გარე ჩარევის ყველა მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია, ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
დღეს, ჩვენ, გვაქვს დაახლოებით 60%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სანქციების დაწესებაც არის საარჩევნო პროცესში გარე ჩარევა. „ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით, რაღაცნაირად, აიწევა ოპოზიციის პროცენტები, შესაბამისად, დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. ეს არის, რეალურად, ინტერესი, არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში. ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60%-ზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60%. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის,რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია
ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60…
ირაკლი კობახიძე -ყველა მსხვილი,მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც„აკვირდება“არჩევნებს სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება,რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან
ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება“ არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს. „მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და მათ აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ისინი ერთადერთი რასაც აკვირდებიან არის ის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის. საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაციები. ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება“ არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი -ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებსყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს, ასეთ პირობებში,საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები უკიდურესი შეურაცხყოფაა
ყველა მიმართულებით, საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს,ასე შეაფასა პრემიერმა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, კორუფციის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, არის უკიდურესი შეურაცხყოფა. „ზოგადად, რაც შეეხება ინდექსებს და რეიტინგებს, ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციის სიმცირე, გამჭირვალობა, ხელისუფლების ღიაობა, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ. ყველა მიმართულებით, საქართველო არის გამოკვეთილი, აშკარა ლიდერი. ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც სანქციები წესდება ომში მონაწილე პოლიციელების მიმართ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესი შეურაცხყოფა და დეზინფორმაცია. თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის ზუსტად გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანე ბას,ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და დღეს აპირებენ გაერთიანებას – ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა
რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი…
ირაკლი კობახიძე -როდესაც პრეზიდენტიერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა,კარგი ის არის,რომსალომე ზურაბიშვილსვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე
როდესაც საპარლამენტო პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე. „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე სანქციებზედარწმუნებული ვარ,ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიც არის უსამართლო გადაწყვეტილებები
დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. „აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში
ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც ამის საპირისპიროდ საუბარია, რომ ევროკავშირი თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. „ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა. როდესაც ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის პირველ რიგში სწორედ ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, ოჯახის, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როდესაც ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე სანქციები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა
ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი,…
ირაკლი კობახიძე -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაღდგენის ორი გზა არსებობს, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება, ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ
ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება, ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად კახეთში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მათ გააკეთეს და მათ სურთ საკუთარი ღალატის გადაფარვა ასეთი ცრუ განცხადებებით, თუმცა არ გამოუვათ. საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, რა მოხდა მანამდე, როგორ თანმიმდევრულად მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოოდ, რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს, მეხსიერება არ იშლება. ჩვენ ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს თითოეული წამი და წუთი, რაც ხდებოდა 7 აგვისტოს, ამას ვერ წაშლი, ასევე არსებობს არქივი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა. რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს – ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება. ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა დღის წესრიგი და შერიგება, მას შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში გვქონდა ძმათა მკვლელი ომი, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. ეს არის იმდენად მარტივი აქსიომური ჭეშმარიტება, რომ ამის გაპროტესტება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ისეთი ძალების მხრიდან, რომლებიც არიან დაფუძნებული სიცრუესა და ძალადობაზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ. „თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის რეკორდული მოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს რაციონალურ ფასებს მევენახეებისთვის. ასევე ამან უზრუნველყო რიგების შემცირება. როგორც გვეუბნებიან, პრაქტიკულად, რიგები აღარ არის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ ყველა თვალსაზრისით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვინც კოორდინაციას უწევს რთველის მიმდინარეობას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური შტაბის მუშაობას გაეცნო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასგან ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, მოქალაქეებს ზესტაფონის ქუჩაზე შეხვდა
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც…
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას…
“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.…