მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. „თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს”, – აცხადებს პრემიერი.
თვე: სექტემბერი 2024
*ილია დარჩიაშვილი- პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდება და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას განიხილავს*
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ვიზიტისას აგრძელებს შეხვედრებს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ…
ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გენერალური დებატები გაეროს…
თამარ ჩიბურდანიძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ გააღიზიანონ ქართველი ხალხი და 26 ოქტომბერს არჩევანი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გააკეთებინონ
„ევროპელი კოლეგები ჩვენს პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს პირად საუბრებში თავად ეუბნებოდნენ სახელითა და გვარებით იმ პოლიტიკოსების…
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. „ჩვენ გვინდა არა ვასალობა,…
„მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა“-გაეროს გენერალური მდივანი
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ტურიზმი და მშვიდობა“- 27 სექტემბერს,…
„ჩვენი სექტორი ყველაზე ჰუმანურია, თითოეული მოგზაურობა დაკავშირებულია ტურიზმთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოსა და აახლოებს ტურიზმს“- ზურაბ პოლოლიკაშვილი
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეო მიმართვა…
30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ჰონგ…
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოსახლეობას შეხვდა.…
ილია დარჩიაშვილი-გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს გაეროს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას,რომ გაერო არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გაეროს აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე გაეროსთან. “გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას, რომ გაერო არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. იცით, რომ გაერო ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც გენერალური მდივნის, ისე გაეროსი და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით და ზოგადად, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, მისი მხრიდან ყოველთვის არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის. დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა. ძალიან საინტერესო დისკუსია პრემიერ მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის. ვფიქრობ, რომ ამ კომუნიკაციას, შეხვედრას ძალიან ძლიერი იმპულსები ექნება იმისთვის, რომ ჩვენ კიდე უფრო გავაძლიეროთ გაეროს და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობა”,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გენერალური მდივნის ინიციატივით მიმდინარე “მომავლის სამიტში” სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალისხმევა ხელი შეუწყოს ეროვნულ და გლობალურ დონეზე მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს უმაღლესი დონის დებატებს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რაც ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა გამოსვლა მომავლის სამიტის ფარგლებში. ამ სამიტის ინიცირება მოხდა გენერალური მდივნის მიერ.ეს სამიტი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ კიდევ უფრო მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაცია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს და მშვიდობიან სამყაროში. შესაბამისად, მომავლის სამიტი ეძღვნებოდა სწორედ აი ამ, უფრო მჭიდრო კოორდინაციას ქვეყნების, საერთაშორისო თანამეგობრობის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრს ჰქონდა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა. საუბრობდა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მხრიდან მომდინარეობს”-განაცხადა დარჩიაშვილმა.
„ქართული ოცნების“პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი
წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას.…
შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო 7 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 31 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგისდეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურადხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა…
ილია დარჩიაშვილი- მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს
მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი…
ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდერამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობისშესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას,…