აჰმედ იმამკულიევი თინა ბოკუჩავას-სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან აჰმედ იმამკულიევი

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მისი სახელის სიიდან…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმაირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტისთავმჯდომარე შალვა…

პრემიერი -რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას,ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდნენ,საქართველოში,2022 წელს,რუსეთი იქნებოდა  შემოსული

ამ ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორეფრონტი თავიდან ავაცილოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი.„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ. გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უმაღლესი თანამდებობის პირის, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ, ახლა რომ იღუპებიან უკრაინელი  ქალები და ბავშვები, უნდა შეგვეხიდონ ამაში მოლდოველები და ქართველებიო, ეს იყო დანილოვის მოწოდება. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისკენ. 2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო. რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, მათ შორის, არა  მხოლოდ  უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე-ერთადერთი მიზანი,რატომაც ვიღაცებს უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მეორე ფრონტის გახსნაა 

ერთადერთი მიზანი, რატომაც ვიღაცებს უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ის, რომ აქ უნდათ მეორე…

ირაკლი კობახიძე- საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა, ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი  ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას. „ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან, ხოლო 2021 წელს საქართველო, 4 წლის ვადით, პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა;  ჩვენთვის ეს არის საუკეთესო საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში. ტურიზმის სექტორი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა  საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა. მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის მდგრადი განვითარების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, არაერთ ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ 2023 წელს 4.1 მილიარდ დოლარი შეადგინა; ეს საქართველოსთვის ისტორიული ნიშნულია და 26.2%-ით აჭარბებს  პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, 2019 წლის მაჩვენებლები 76%-ით აღდგა და საქართველომ 7.1 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს; კერძოდ, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, ვუმასპინძლებთ 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 9%-ით გაიზრდება და 4.5$ მლრდ დოლარს მიაღწევს; საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები  6.8 მილიონამდე  მგზავრს  მოემსახურება;  ეს გახლავთ 14%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით…

პრემიერი- ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი,ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშრებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის არევაზე, თუმცა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მათ ამ გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს. „ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, –…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია

ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები,…

ზაზა შათირიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე- როგორც ჩანს, აგენტურისათვის დავალებების მიმცემი უცხოელები ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ მისი სახით საქართველოში კიდევ ერთი ყურმოჭრილი მონა მიიღეს- გირჩი წარმატებით ჩაეწერა ქართული წარმოშობის უსამშობლო აგენტურათა სიაში

„წლების განმავლობაში ჯაფარიძეს უცხოელი პატრონები არ სწყალობდნენ. ის დიდხანს ცდილობდა ქართველი აგენტების სიაში ჩაწერას, მაგრამ გარკვეული…

ეკა სეფაშვილი წინასაარჩევნო ბანერებზე: „ოპოზიციის ისტერია გამოწვეულია იმით, რომ მათ ზრახვებს ასეთი თვალსაჩინო ვიზუალიზაცია მოუძებნა „ქართულმა ოცნებამ“

ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას რადიკალების მიზნების მხილებად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო…

პრემიერი:ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატი კაა ტურიზმი და მშვიდობა,სამშვიდობო პოლიტიკა  ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია,რაც ასევე აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა

ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული; მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო ტურიზმის სექტორის გამორჩეული წარმომადგენლების შეხვედრის ადგილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის. „მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ინდუსტრიის ეფექტიანი და დინამური განვითარებისთვის; ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს  ფაქტორს წარმოადგენს,“- განაცხადა  ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სამშვიდობო პოლიტიკა მმართველი ძალის პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა. „ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ათწლეულზე მეტია,  საქართველოში არ ყოფილა ომი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ. დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა;  იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქლაქისათვის; მათ შორის, ვიმდეოვნეთ, რომ ტურიზმისაგან უდიდეს სარგებელს მიღებს ჩვენი ქვეყნის ამ უმშვენიერეს მხარეებში მცხოვრები თითოეული მოქალაქე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, ისევ ეს ძველიდრომოჭმული სახეებიმათ შორის, დანაშაულში,სისხლში გასვრილიადამიანები არიან ოპოზიციის სიებში

ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ  პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის სიებში არიან ძველი, დრომოჭმული სახეები და დანაშაულში გასვრილი ადამიანები. „ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის, დანაშაულში გასვრილი ადამიანები, სისხლში გასვრილი ადამიანები – ეს არის ოპოზიციის სიები.  მათ შორისაა სააკაშვილი, გვარამია და სხვები, დრომოჭმული, სისხლიან საქმეებში გასვრილი ადამიანები,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 27 სექტემბერი არის  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში,პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება  ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული  ვარ,ეს ოცნება აუცილებლად ახდება

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს  ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წებრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი   მიაგო. „27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი,ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და…

პრემიერი -დღეს, ქართულ არჩევნებში  გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და  ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, თუმცა ვერც ადრე მოახერხა ვინმემ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირება და ვერც ახლა ექნება ეფექტი გარე ჩარევებს. „ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი,“- განაცხადა პრემიერმა.