როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გაეროს აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე გაეროსთან. “გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას, რომ გაერო არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. იცით, რომ გაერო ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც გენერალური მდივნის, ისე გაეროსი და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით და ზოგადად, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, მისი მხრიდან ყოველთვის არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის. დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა. ძალიან საინტერესო დისკუსია პრემიერ მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის. ვფიქრობ, რომ ამ კომუნიკაციას, შეხვედრას ძალიან ძლიერი იმპულსები ექნება იმისთვის, რომ ჩვენ კიდე უფრო გავაძლიეროთ გაეროს და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობა”,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გენერალური მდივნის ინიციატივით მიმდინარე “მომავლის სამიტში” სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალისხმევა ხელი შეუწყოს ეროვნულ და გლობალურ დონეზე მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს უმაღლესი დონის დებატებს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რაც ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა გამოსვლა მომავლის სამიტის ფარგლებში. ამ სამიტის ინიცირება მოხდა გენერალური მდივნის მიერ.ეს სამიტი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ კიდევ უფრო მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაცია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს და მშვიდობიან სამყაროში. შესაბამისად, მომავლის სამიტი ეძღვნებოდა სწორედ აი ამ, უფრო მჭიდრო კოორდინაციას ქვეყნების, საერთაშორისო თანამეგობრობის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრს ჰქონდა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა. საუბრობდა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მხრიდან მომდინარეობს”-განაცხადა დარჩიაშვილმა.
დღე: სექტემბერი 24, 2024
ილია დარჩიაშვილი-გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს გაეროს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას,რომ გაერო არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა
„ქართული ოცნების“პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი
წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას.…
შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო 7 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 31 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგისდეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურადხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა…
ილია დარჩიაშვილი- მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს
მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი…
ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდერამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობისშესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას,…
„ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვსმშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,- მაია ომიაძე
თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელისამუშაოები ტარდება. 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით,საქართველო პირველად უმასპინძლებს…
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნულისამეთაურო-საშტაბო სწავლების – ETERNITY 2024…
მაია ომიაძე-„მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან “პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
27სექტემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა დაგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოშიმასშტაბური ღონისძიება გაიმართება.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში,…
დავით კოდუა: ზუგდიდის 21 სოფლის 70-მდე უბანსა და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე შეხვედრები გავმართეთ – ამჯერად დავიწყეთ სოფლების მიხედვით გაფართოებული შეხვედრები
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ბოლო…
„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ბუდაპეშტის N13ა-ს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეები…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: დარაკოვას,…
დავით ქართველიშვილი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს
დავით ქართველიშვილი: როდესაც ფინანსების მოზიდვის ნაწილში თავს “არასამთავრობო”, ხოლო ხარჯვით ნაწილში “ანტისამთავრობო” ორგანიზაციად გამოავლენ, ზუსტად ისე…
,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩა N44-ის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, მცხეთის ქუჩა N44-ის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა…
„არმიჰოლში“ პროფესიული პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის…
დავით ქართველიშვილი: საქართველომ გაუძლო წნეხს და ამჟამად თავისი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ემზადება. სწორედ ამას არ პატიობენ მას და ამის გამო ებრძვიან
“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ომის ყველაზე სავარაუდო…