ირაკლი კობახიძე სანქციები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო  პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი,…

ირაკლი კობახიძე -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაღდგენის ორი გზა არსებობს, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა  არის შერიგება, ვინც  უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ

ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება, ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტის კითხვის პასუხად კახეთში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მათ გააკეთეს და მათ სურთ საკუთარი ღალატის გადაფარვა ასეთი ცრუ განცხადებებით, თუმცა არ გამოუვათ. საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, რა მოხდა მანამდე, როგორ თანმიმდევრულად მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოოდ, რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს, მეხსიერება არ იშლება. ჩვენ ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს თითოეული წამი და წუთი, რაც ხდებოდა 7 აგვისტოს, ამას ვერ წაშლი, ასევე არსებობს არქივი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა. რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს – ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის  შერიგება. ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია. ჩვენ, რა  თქმა უნდა, გვაქვს სხვა დღის წესრიგი და შერიგება, მას შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში გვქონდა ძმათა მკვლელი ომი, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. ეს არის იმდენად მარტივი აქსიომური ჭეშმარიტება, რომ ამის გაპროტესტება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ისეთი ძალების მხრიდან, რომლებიც არიან დაფუძნებული სიცრუესა და ძალადობაზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -მოხარული ვარ, რომ  წელს მევენახეებს,  მეღვინეებს ექნებათ  რეკორდული შემოსავალი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ. „თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის რეკორდული მოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს რაციონალურ ფასებს მევენახეებისთვის. ასევე ამან უზრუნველყო რიგების შემცირება. როგორც გვეუბნებიან, პრაქტიკულად, რიგები აღარ არის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ ყველა თვალსაზრისით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვინც კოორდინაციას უწევს რთველის მიმდინარეობას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური შტაბის მუშაობას გაეცნო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასგან ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის,   60 ათას ტონამდე რქაწითელი,  68,5 ათას ტონამდე საფერავია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, მოქალაქეებს ზესტაფონის ქუჩაზე შეხვდა

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც…

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას…

“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა…

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე აკაკი…

“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, ორთაბათუმისა და კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა.…

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გადაარჩინა საქართველო საშიში ავანტიურისგან, რომელსაც შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე მოესპო

„მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გადაარჩინა საქართველო საშიში ავანტიურისგან, რომელსაც შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე…

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: მოგმართავთ ქართველებს, დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და თან თავად მართოთ პროცესები

“მოგმართავთ ქართველებს, დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან დაამტკიცეთ, რომ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და თან თავად მართოთ პროცესები”,-…

ჯონ მერშაიმერი: როდესაც ტრამპი 2017 წელს პრეზიდენტი გახდა, განზრახული ჰქონდა „დიფ სტეიტის“ წინააღმდეგ წასვლა, რაც ვერ შეძლო – ახლა პირობას დებს, რომ დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაატარებს ფუნდამენტურად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა ჯონ მერშაიმერმა, „დიფ სტეიტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის ერთადერთი გამონაკლისია…

ირაკლი კირცხალია სანქციებზე-რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რაც ამ ქმედებით გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები სრულიად უაპელაციოდ დაასანქცირო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ…

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს,…

თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს

დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმაკახა…