თამთა მეგრელიშვილი ბენ კარდინის განცხადებაზე: ეს ღია აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებამდე არჩევნებისთვის დაგეგმილი სცენარი რევოლუციაზე გადის და ოპოზიციურ სპექტრს, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” ღია მხარდაჭერა აქვს ქუჩის რევოლუციური პროცესებისათვის

„ეს ღია აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებამდე არჩევნებისთვის დაგეგმილი სცენარი რევოლუციაზე გადის და ოპოზიციურ სპექტრს, კოლექტიურ “ნაციონალურ…

სოზარ სუბარი: თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს,…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, შეხვდა სოფელ ოჩხამურის მოქალაქეებს და ასევე ესტუმრა სოფელ…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალის, ბრილის, ზემო…

გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ

საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური…

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, ვფიქრობ , ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წლის შემდეგ; ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ბიზნეს  ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები იმართება დაახლოებით ექვს კვირაში. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკური პარტიების შანსებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური  ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ უკრაინისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. „მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას. თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისთვის. მხოლოდ პირველივე წელს 30%-იანი ეკონომიკური რეცესია ჰქონდა ამ ქვეყანას და თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ , თუ რა სოციალური ცვლილებები გამოიწვია  ამ ყველაფერმა  ჩვენს  მეგობარ ქვეყანაში.ასევე, მართალია, მოლდოვა უშუალოდ არ არის ომში ჩართული, მაგრამ ომმა უშუალო გავლენა მოახდინა მოლდოვის ეკონომიკაზე. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 9 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2,5 მლრდ  დოლარით გაიზარდა სხვაობა  ჩვენს  ბიუჯეტებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის რომ ჩვენ…

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ…

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მომავალ წელს ომი დასრულდება  და გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკის განვითარებას დაბრკოლება არ  შეექმნას 

გვაქვს რწმენა, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება და თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის,რასაცკრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარტნიორებთან ურთიერთობებში არის გარკვეული სირთულეები, თუმცა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პრობლემები მოგვარდება.  „მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომუკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება. შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს  შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე  ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის

მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და ზოგადად, იმისთვის, რომ ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. „მშვიდობა და სტაბილურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. ამ კუთხით მსოფლიოში არ არის მაინცდამაინც კარგი ვითარება. საკმაოდ არეულია მთლიანად მსოფლიო. რეგიონში სამწუხაროდ გვაქვს ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არის საკმაოდ მასშტაბური ომი. ევროპაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ამერიკის შეერთებულ  შტატებში ორჯერ ესროლეს საპრეზიდენტო კანდიდატს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ესროლეს. ასეთია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ზოგადად, ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. რადიკალიზმი და სიძულვილი წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა  პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები

2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება. „კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256  ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მონაცემები. „პროდუქციის გამოშვება 1-წლიან პერსპექტივაში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შეფარდებით, 12.5…

ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი,რაც იძლევა საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი , რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის  კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას  იძლევა. „ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური ასევე შეეხო სიღარიბის მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული. „1 120…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის…

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო…