“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ…

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი

ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო ომი ქვეყანაში.  „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც მოგვიანებით თავად სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. თქვენ იცნობთ ალბათ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და მერე წერია იქვე, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა. ასევე მაშინდელი გენშტაბის უფროსი, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, პირდაპირ აცხადებდა, რომ დასწრებაზე მოქმედებდნენ, რადგან ჰქონდათ შიში, რომ მოგვიანებით რუსები შემოვიდოდნენ ცხინვალის რეგიონში, ამიტომ უნდა მოესწროთ დასახლებების დაკავება. არის არაერთი აღიარებითი ჩვენება, ტალიავინის დასკვნა და ა.შ. თავად აქვთ აღიარებული ამ ადამიანებს, რომ გააჩაღეს ომი ამ ქვეყანაში. დაიწყეს ეს ყველაფერი ცხინვალის დაბომბვით, მერე როგორც გაგრძელდა პროცესები, კარგად გახსოვთ – ორ დღეში წააგეს ომი მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი ჯარის გმირული ბრძოლისა. ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო იმ დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს, როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა

ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას  აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის ის, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა,…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი  პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა…

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე-ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები

ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტი რუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული…

ირაკლი კობახიძე – მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ  და მათთვის ბოდიშის  მოხდას არც არავინ აპირებს, ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განცახადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს. „მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება. არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია არა ომის დაწყების საკითხმა, არამედ ურთიერთპატიებისა და შერიგების თემამ გამოიყვანა მწყობრიდან, ვინაიდან ეს სწორედ იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი-გირჩი-დროა“, „ლელო“ და სალომე ზურაბიშვილი თანხმდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო,…

ირაკლი კობახიძე – ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია

მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში  შეიძლება შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენას. „საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით იზომება. გარედან მართული სააკაშვილის რეჟიმის მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა – სამხრეთ ოსეთის  ავტონომიური  ოლქის საზღვრების…

ირაკლი კობახიძე – იცით, როგორია მიხეილ როთის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისა და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის

მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ…

ირაკლი კობახიძე სანქციებზე – ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა

ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა…

ირაკლი კობახიძე – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი  მოაწერეს ევროსაბჭოს  რეზოლუციას სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა

ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებიცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი. ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს გვარამიას პარტიაც, რომლის ლიდერები 2008 წელს მაშინდელ რეჟიმს წარმოადგენდნენ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას ეთანხმება „ლელოც“, რომლის ლიდერები, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე, თავის დროზე, ცხინვალის დაბომბვის გამო, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსაც კი უჩიოდნენ.2018 წლის არჩევნების წინ, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილის რეჟიმს ომის დაწყებაში,რის  გამოც „ნაცმოძრაობამ“ ის მოღალატედ შერაცხა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – როდესაც მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ.ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ

იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი  ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი  მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“, – განაცხადა პრემიერმა.

ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი…

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობსრეგისტრაცია სასწავლო კურსზე –…

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით

„თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელია გავიაზროთ ყველა…