აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან…
დღე: სექტემბერი 13, 2024
სოზარ სუბარი: ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით ვერავის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში
“ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის…
პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო…
ირაკლი კობახიძე -იყო გარკვეული წლები,როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის, დღეს ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ქვეყანაში
ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი. კითხვაზე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურისა და ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი აქტების მიზანია, რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება ამაზე არ ააგებს საკუთარ საარჩევნო გადაწყვეტილებას. „მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი რქაწითელზე ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, საფერავის ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე
ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2008 2011 წლის მონაცემებით,რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს და მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე. „ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყურძენზე ფასი, მათი რეჟიმის პირობებში იყო უფრო მაღალი. რაც შეეხება რეალურ სურათს და მონაცემებს, მათი რეჟიმის პირობებში, 2008-2011 წლის მონაცემებით, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, ანუ ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მათი რეჟიმის პირობებში ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე. სოცმედიაში არის ასევე ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში საფერავის ფასი იყო 1 ლარი და 80 თეთრი, რაც არის ტყუილი. ერთ ლარს შეადგენდა ფასი მხოლოდ 2012 წელს, იმ პირობებში, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ყურძნის სუბსიდირება. ყველა სხვა შემთხვევაში მათ რქაწითელზე მაქსიმალური ფასი მათ ჰქონდათ 65 თეთრი, ხოლო საფერავზე 75 თეთრი. რაც შეეხება შემდგომ წლებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იყო რამდენიმე წელი, როდესაც საფერავზე ფასი შეადგენდა 1 ლარს და 80 თეთრს, ზოგ შემთხვევაში 2 ლარზე მეტსაც კი, თუმცა ეს ფასი განისაზღვრებოდა საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც მოსავალი იყო ნაკლები, ფასი იზრდებოდა, როდესაც მოსავალი იზრდებოდა, ეს განაპირობებდა ფასის შემცირებას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების თაობაზე, 1 ლარით და 50 თეთრით განისაზღვრება საფერავზე ფასი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კახელი გლეხებისთვის, რომლებიც რთველის პერიოდში არიან და მათი ინტერესია მოსავლის სრულად დაბინავება, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე, როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს
როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის,…
ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: ამას ვინ ხვდება, რატომ ეკითხება, რისთვის ირჯება და რა ფუნქცია აქვს პოლიტიკური ჰაერის გაფუჭების მეტი თუ ამიხსნით, მადლობელი დაგრჩებით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რა მდგომარეობაში…
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს, როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12…
ირაკლი კობახიძე – სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას
სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის…
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას
მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, –…
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, პედოფილიასთან ბრძოლის და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ,…
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ორგანიზაცია გლობალური სიღარიბის მიმოხილვის 14 წლიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც…