ირაკლი კობახიძე -კონსტიტუციის მიხედვით,პრეზიდენტი უნდაიყოს ზეპარტიული,   თუმცა ის პირდაპირ  აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ  არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის უნრერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“  ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა. „სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი. ასეთ ფონზე, მისი სრული ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს 

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია. ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება.                    

გუსტავ ტალვინგი საქართველოს იუსტიციის მინისტრს„დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“

ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირად წვლილზე საუბრობს. ამის შესახებ მან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ. „საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს  და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“. გუსტავ ტალვინგმა რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზედაც საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციის პროგრამებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს: „მე გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ სიღრმისეულად იყო დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ 2 საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, თუ როგორ მუშაობს  და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის“.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ. კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა. „ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის; დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება; ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. „სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა. „ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა. „საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, – განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ყვარელში იმართება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების:…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილი აპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუის შეხვდა

ბოლნისის მერი,მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ…

მამუკა მდინარაძე: გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე

ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად…

რატი ბრეგაძე:„სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეიძლებაქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღონ დაფინანსება საკუთარი სახელმწიფოსგან და, ამავდროულად, რატომ არის შესაძლებელი დაფინანსების მიღება უცხოური  სახელმწიფოსგან“

„პრემიერის ინიციატივა ემსახურება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ,ისე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფას სახელმწიფო ინტერესების გატარებაში, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი, ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ დაფინანსება საქართველოს სახელმწიფოსაგან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ქართული…

რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნებაა“ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია საქართველოს ევროპულ გზაზე, რაზეც მეტყველებსკონკრეტული ფაქტები“

„საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით; სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი, დეკლარირებული, გამოტანილი, მათ შორის, საარჩევნო სლოგანზეც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ მიმართულებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება: „როდის შემდეგ გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული პასპორტით შესაძლებელი ვიზის გარეშე გამგზავრებულიყო ევროპაში? – სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში; როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. რაც შეეხება ოპოზიციას, მინისტრის თქმით, არცერთ პოლიტიკური ძალას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე რუსეთისათვის, რამდენიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა: „ჩვენ მოვიგეთ ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირი სამხედროების ინტერესები ბოლომდე, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში“.

რატი ბრეგაძე:  „დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამარცხებს  კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. ის არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და გიდასტურებთ, რომ მას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და ნდობა,  საზოგადოებას მის მიმართ აქვს სიმპათიები. ეს ადამიანი არის კარგი მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამარცხებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.  ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა, არის ძალიან მოხარული, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილია სიის სათავეში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად  ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე. რატი ბრეგაძის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება დემოკრატიული არჩევნების გზით. „ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი 2012 წელს იმ ავტოკრატიული რეჟიმის, რომელიც უკვე ტოტალიტარულისკენ იძვრებოდა, დამარცხება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობა ერქვა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გახდა  შესაძლებელი, რომ დამარცხებულიყო ეს რეჟიმი დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძე  „ქართული ოცნების“  საარჩევნო სიის ოცეულში შესულ სპორტსმენებზე„ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი  იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგ ჰქვია“

„ბატონ ტალახაძეს და  ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი  იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგ ჰქვია. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს კანონმდებლობით შესაბამისი უფლება, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში. როდესაც ერთმანეთს ემთხვევა პოლიტიკური სიმპათიები და მსოფლმხედველობა, ადამიანები ერთიანდებიან ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. თუკი  ბატონ ტალახაძეს და  ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და. შესაბამისად. მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე: „საქმიანობის კუთხით არსებობს მკვეთრი სხვაობა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის და ეს წითელი ხაზი უნდა იყოს სათანადოდ დაცული პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისგან“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან საარჩევნო პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა: „საარჩევნო…

რატი ბრეგაძე: „კეზერაშვილი, რომელზეც არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი და რომელიც ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის განვითარებას, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან კეზერაშვილის შესახებ გააკეთა კომენტარი. „ის, რომ კეზერაშვილი…

რატი ბრეგაძე: „ეს ბიჭები არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას ახერხებდნენ სხვადასხვა სპორტულ მოედანზე“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე  მედიასთან გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული სიის დასახელების…