ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის…
დღე: სექტემბერი 9, 2024
ირაკლი კობახიძე- რატომ აკრიტიკებენ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები კანონპროექტს, რომელიც ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, გაუგებარია, არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ-ი ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან
რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონპროექტში არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები. „ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია, როგორც სტანოს, ასევე ო ბრაინის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი არ არის დადებითი საზოგადოებისთვის. აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელსაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში. როდესაც აქ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გვესმის ჩვენ კრიტიკა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი. რატომ შეიძლება, აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები. ეს კრიტიკა არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ასეთ განცხადებებს აღარ მოვისმენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკას და პოლარიზაციას აფინანსებს ფულით,რომელიც ჯერ იშოვა საქართველოში ჯარისა და ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით, რაც შემაშფოთებელია
კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია,ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში, მათ შორის, 26 ოქტომბერს. „კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მას კანონის დარღვევაც აქვს ამით პირდაპირი ფორმით აღიარებული, მაგალითად არსად ჩანს, არსად არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს. ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის ძარცვით, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს უკვე ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის,26 ოქტომბერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ადამიანი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულად ამ პიროვნებას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში,“- განაცხადა პრემიერმა. One attachment • Scanned by Gmail
ირაკლი კობახიძე – უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება მის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე
ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის…
კახა კალაძე: ყველა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია – ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს – მკვლევარი, ვითომ რაღაცებს იკვლევენ…
ფაშიზმი – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრის, დავითმათიკაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას.მისი თქმით,…
ირაკლი კობახიძე მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით, თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტპროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა. „არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. „საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ NGO-მ, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის NGO-ები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში. მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა. „ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი,“- განაცხადა პრემიერმა. One attachment • Scanned by Gmail
„გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა,ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება“-ეკატერინე ფარულავა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს,სამეგრელოში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. რეგიონისთვის გემო ფესტისგამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის…
დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გარანტია, მათი გადასაწყვეტია გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს თუ ლუსტრაცია მოხდება, რომ მათი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნაა
პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი, საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარების და ფუნქციონირების გარანტი არის.…
მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი…
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი…
ირაკლი კობახიძე – კამპანია “ჩემი ხმა”, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს, რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია
კამპანია “ჩემი ხმა”, არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების…
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა
ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ…
კახა კალაძე: ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული,ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება
„ეს არის უბრალოდ შეფუთული თემა და პრობლემა არის ორი რამ – საქართველო არშეუერთდა სანქციებს და აქ…