მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით და ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება.„ჩვენ აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურაა, არის უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია და რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია, არის არაჩვეულებრივი, უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მე 3 წელივსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც მივიღე განათლება, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით და ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. „რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ, მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები,რომლებიც უკავშირდებაუნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება…
დღე: სექტემბერი 6, 2024
ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. „ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელისგულზე. ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ,„ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს
რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს,…
ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე -ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებსქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპაეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი
როდესაც ევროკავშირის ერთერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. „ეს კრიტიკა არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, არავითარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის, ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვაზე. როდესაც ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის შეშფოთება, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია, სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს აშშ-ის სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს
სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება – რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, – …
ირაკლი კობახიძე – ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაში მონაწილეობდა და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე-ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს,ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ხელისუფლების ერთადერთი ამოსავალი წერტილი. „ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არ ვიყურებით განცხადებებისკენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინ ხან აქეთ იყურება, ხან იქით, მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ოპოზიციაზე – ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაციაა, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი“, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე
პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების განწყობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე – ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026წელს დასრულდება და ეს რეზონანსული პროექტი ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს
ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ადრონული თერაპიის ცენტრზე საუბრისას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება. „ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. პრემიერის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა. „მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს,რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურა, უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელიც, პირადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია. არის უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს
რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე…
ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმის მორიგმა გამოვლინებამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა…
გიორგი გაბიტაშვილის პირველი მნიშვნელოვანი საქმე – პროკურატურამ კეზერაშვილის „ქოლცენტრებთან“ კავშირი დაადასტურა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეგრეთწოდებული „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრიფინგი გამართა და სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით,…
პრემიერი – მასშტაბურადგაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, რათა შესაძლებელი გახდეს 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება, ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ
მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე,…
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასავლეთ საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…