ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის…
დღე: ივლისი 11, 2024
ნატოს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა
აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.“ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს…
პრემიერი – პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი
პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, – …
პრემიერი – აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით
ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს…
„პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო…
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო…
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლე ბში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ისე, სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის. საგრანტო პროექტის შედეგები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის მოადგილეებთან, სახელმძღვანელოს ავტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის თანამშრომლებისა და, ზოგადად, იურისტების მომავალი თაობის მომზადება სასჯელაღსრულების სამართლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების სფეროში. ,,სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია პატიმართა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უფლებები, რომელთა ცოდნა და დაცვა აუცილებელია პენიტენციური დაწესებულებების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. ასევე, წარმოდგენილია უცხოური ლიტერატურის, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებში საკითხზე მრავლისმომცველი წარმოდგენის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელოს აქტუალობასა და სასჯელაღსრულების სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.
საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა
მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი…
ზალ ანჯაფარიძე: მადლობა NATO, რომ ერთხელ მაინც გვახსენე საქართველო საბოლოო დეკლარაციაში, ისე, რა მალე დაგავიწყდა ავღანეთში დაღუპული 33 და ათობით დასახიჩრებული ქართველი სამხედრო
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას აფასებს, სადაც საქართველოს მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. მისი თქმით,…
ნინო ფოჩხუა: მაშინ, როცა უკრაინის ომის შემდგომ საქართველომ რუსეთში ექსპორტი 14.40%-დან 10. 8%-მდე შეამცირა, ბალტიის ქვეყნებმა კი პირიქით საგრძნობლად გაზარდეს, როგორ უნდა მოუბრუნდეთ პირი ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობებში დაადანაშაულონ?
მაშინ როცა უკრაინის ომის შემდგომ საქართველომ რუსეთში ექსპორტი 14.40%-დან 10. 8%-მდე შეამცირა, ბალტიის ქვეყნებმა კი პირიქით…
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადება
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოფიციალურად დაფუძნდა და ჩვენს მიერ გავრცელებულ მანიფესტში, დეტალურად აღვწერეთ…
ევროსტატის ანგარიში: რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს – მათი ექსპორტის წილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა
ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს- ამის შესახებ…