ხაზარაძის პარტია “ლელოს” ლიდერებს წნორში NDI-იმ უმასპინძლა და მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს

მამუკა ხაზარაძის პარტიის “ლელოს” ლიდერებს, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-იმ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ…

არჩილ გორდულაძე: როდესაც ამნისტი ის პროექტზე ვმუშა ობდით, მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, შესაბამისად, დანაშაულები, რომლებიც ნაკლებად საფრთხის შემცველია საზოგა დოებისათვის, უფრო მეტად არის გათვალისწი- ნებული პროექტში

ახლა ამბობენ [ოპოზიციის წარმომადგენლები], წინასაარჩევნოდ არის გაკეთებული ამნისტიაო, არჩევნების შემდეგ რომ გაკეთებულიყო, იტყოდნენ, დაჰპირდნენ ხალხს, მიაცემინეს…

დაგეგმილი ღონისძიების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე – მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები

მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს თუშეთში, ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თითოეული პუნქტი იქნა განხილული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ამ თვალსაზრისით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ მაჩვენებელს. „ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც  ჰქვია „მეგობარი აქტი“,  ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს, არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარ აქტზე“, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. „ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამისთვის გაგრძელდება  შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ…

პრემიერი – დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება

რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ…

ირაკლი კობახიძე -ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავა ლი წლის დასაწყი სიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის…

ირაკლი კობახიძე  უზრა ზეიასთან შეხვედრაზე – მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველო ში ბოლო პერიოდისგანმავლობაში

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თუშეთში, ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გუშინ. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ, იყო ზოგადო შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას,  როდესაც გვქონდა შეხვედრა და იმედია, რომ თანდათანობით, ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე-უზრა ზეიას და მისნაირების ლოგიკით გამოდის, რომ აშშ-ს და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა აქ რომ ყველაფერი დააქციონ, მაინც ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ

ზაალ ანჯაფარიძე- ქვეყანაში შეუფერხებლად მაუწყებლობს მინიმუმ 4 ოპოზიციური ტელეარხი, 10-ზე მეტი ოპოზიციური ინტერნეტ რესურსი და როდესაც…

კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებზე: ძალიან საშიში ადამიანები არიან – რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ…

კახა კალაძე ეზრა ზეიას გზავნილებზე: ისინი, ვინც დღეს გვეუბნებიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი…

კახა კალაძე: განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში 

„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი…

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა.მიმდინარე ინფრასტრუქტურული…