ირაკლი კობახიძე – ჩვენს პატარა ქვეყანას არ შეუძლია, ვინმეს შეუქმნას პრობლემები, ჩვენს პატარა ქვეყანას შეუძლია, იბრძოლოს თავსმოხვეული პრობლემების ასაცილებლად – ეს არის ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ

2019 წლიდან დაიწყო თავდასხმები ქართულ სახელმწიფოზე, დანერგეს ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა, რაც იყო სტიგმატიზაციისკენ მიმართული ტერმინი და…

ირაკლი კობახიძე იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა…

ირაკლი კობახიძე თუ გავითვალისწი- ნებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეი ტი ნგს, თავისუფ ლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება, ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები

თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება; ეს არის სოციოლოგიურ…

პრემიერი – როგორც კი გასაჯაროვდება, გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ხდება საქართველოში რადიკალიზმის, პოლარიზაციის დაფინანსება, მაშინვე შეწყდება ეს პრაქტიკა და  ქვეყანა დამშვიდდება

ჩვენ მუდმივად ვტრიალებთ ამ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეზე. არის ჩაკეტილი წრე, რაც აფერხებს ქვეყნის…

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს რეფერე ნდუმი გადაწყდება მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებუ ლი სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლო ბაში

„რაც შეეხება რეფერენდუმს ომსა და მშვიდობას შორის, ესაა ფაქტებით დადასტურებული რეფერენდუმი. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში,…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც

ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,…

ირაკლი კობახიძე ოპოზიციასაც აქვს საკმაოდ სერიოზული გარე მხარდაჭერა, როდესაც გარე მხარდაჭერით სარგებლობენ სუბიექტები, რომლებიც სახელმწიფოსადმი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ეს შემაშფოთებ ელია

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ქართული ოცნების ხელისუფლება ორი საბაბით გამოაცხადეს პრორუსულ ხელისუფლებად – პირველი იყო სანქციების…

ირაკლი კობახიძე -თეორიულად რომ  წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, გარანტიას გაძლევთ,  დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ 2,3 და 4 თვეში, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი, ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისუფლება ბევრ რამეს უფრთხილდება. „ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა განცხადება – „ან იომებთ ან წახვალთ“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა. „მთავარი ის არის ვინ ამბობს. ერთია რას ამბობს, ამაზე დაახლოებით გვქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემის შემცველი ინფორმაცია და ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება საფრთხეებს, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ – თუ თეორიულად ასე შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ პროცესები, ღმერთმა დაგვიფაროს, პრაქტიკულად, ეს ვერ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი პირველ რიგში დგას ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

პრემიერი – ხელისუ ფლებამ უნდა დაიჭიროს ღირსე- ული პოზიცია და ბოლომდე დაიცვას ეროვნული ინტერესები,ზუსტად ეს გავაკეთეთ თავის დროზეც, 2022 წელს, როცა იყო ძალიან დიდი ინტერესი მეორე ფრონტთან დაკავშირებით

გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, რაც ითქვა არაერთხელ, დასრულდება ომი უკრაინაში, – ამის…

ირაკლი კობახიძე -გაუგებარი იქნება,  თუ ქართველ ხალხ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება  ზუსტად ისეთივე უხეში „შეცდომა“, როგორიც  იქნა დაშვებული 2022წლის ივნისში

გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც  კონსტიტუციაშიც არის ასახული. „ევროინტეგრაცია ეს არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული და ჩვენ ვმოქმედებთ ამ პრიორიტეტის და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, რომლის უმრავლესობაც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება თვითონ დინამიკას და ამ პროცესს, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც მოვისმინეთ ამ პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წარიმართება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას და ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანთან, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული. თქვენ გახსოვთ მსგავსი განცხადებები, იგივე 2022 წლის ივნისში, ან მოგვიანებით,  წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სტატუსის მიღებამდე, როცა უარი გვეთქვა სტატუსზე, ანუ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, უფრო სწორად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენ გახსოვთ მაშინ, არავითარი მოთხოვნაც კი არ იყო წაყენებული ქვეყნის მიმართ, არაფერს ითხოვდნენ, არ იყო არც 12 და არც 9 პუნქტი, როდესაც, 2022 წლის ივნისში საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ევროპული ქვეყანა, ძალიან სუსტი ინსტიტუტებით, მოლდოვას, დსთ-ს წევრ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. მაშინაც იყო ათასგვარი განცხადებები, შემდეგი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. გაგრძელდა ეს პროცესი. იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი უარყოფითი განცხადებები. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველ ხალხთან ერთად და ამ ბრძოლის საფუძველზე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარი ვერავის ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათ შორის, ვერც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ვერც ერთ ადამიანს ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. იგივე იყო ქვეყნის გარეთაც. არავინ არ ამბობდა ამას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არავითარი არსებითი განსხვავება არ არის იმ პროცესებს და განცხადებებს შორის, რაც იყო 2022-2023 წელს და იგივე უსამართლობა ხდება 2024 წელსაც. „თუმცა, გახსოვთ, ჩვენ მაშინ ვიბრძოლეთ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ სტატუსი, ახლაც, ანალოგიურად, თუ ჩვენ ერთად დავდგებით, მთლიანად ქართველი ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს აქვს დაგროვილი განსაკუთრებული გამოცდილება, იგივე ის გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ, არ ჰქონდა დაგროვილი უკრაინელ ხალხს, რის გამოც ეს ქვეყანა მივიდა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ქართველ ხალხს აქვს საკმარისი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად სიბრძნე დაგროვილი, იმისათვის, რომ არავინ წამოაგოს პროვოკაციებზე და ასეთი ტიპის უსამართლობის ხარჯზე არ მოხდეს ქვეყნის წაყვანა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა წავიდა. თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუ ჩვენ სწორად გავაანალიზებთ ყველაფერს, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის სწორად განვითარებაც და ჩვენ წავიწევთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ, გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან. აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ წელსვე ქართველ ხალხს არ მიენიჭება გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ეს ე.წ. ნარატივიც იყო აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ რაიმე ნაბიჯი გადმოიდგმებოდა ევროკავშირის მხრიდან, ეს იქნება ნაბიჯი არა ხელისუფლების,  არამედ ქართველი ხალხის მიმართ. ახლა გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს იქნება  ზუსტად ისეთივე უხეში „შეცდომა“, როგორიც იქნა დაშვებული 2022 წლის ივნისში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თუ  დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვინდა – ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, არ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე

თუ  დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ,…

დავით ქართველიშვილი უკრაინის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების მზაობაზე: რა კომენტარებს აკეთებენ ჩვენი „ცვილის ფიგურები“ და მათი ენჯეო-გენერატორები ყოველივე ამაზე?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით დმიტრო კულებას განცხადებას – „უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან…

მიხეილ სარჯველაძე: „რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“

სამწუხაროდ, დღეს, გარკვეულ მედიკამენტებზე, დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ…

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა, რომლის სიტყვასაც ფასი ჰქონდა მსოფლიოში, დღეს ვაშაძის ნარატივს იზიარებს

„სამწუხაროა, რომ დიდი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირების განცხადებებმა და მათ მიერვე შედგენილმა…

გურამ მაჭარაშვილი: გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის – ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე, დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმას და საქართველოში სუს- ის მიერ აღკვეთილ…