ედიშერ გვენეტაძე: ქვეყნის მოყვარეთა გასახარად, მაგრამ ზოგიერთისათვის გულის გასახეთქად, ჩვენს ვაჟკაც და სამშობლოს ერთგულ სამხედროებს არაფერი დააკლდებათ, პირიქით მოემატებათ – თავდაცვას 100 მილიონი დაემატება

ჩვენმა პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გვამცნო, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით იზრდება და ამ თანხიდან 100…

რატი იონათამიშვილი: საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება, აზღვევს რეციდივის რისკებს და ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ…

დავით ზალკალიანი-საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები

საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს…

მაია ომიაძე: ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება

მაია ომიაძე: ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება ზაფხულის ტურისტულ…

სოსო არჩვაძე: საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ეს ქმნის საფუძველს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ეკონომიური ჩამორჩენის დაძლევა ევროკავშირისაგან და შეიქმნას საფუძველი უფრო მასშტაბური წარმატებების მისაღწევად

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა…

ვაჟა-ფშაველას V კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

ვაკის გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამჯერად, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა…

„ხალხის ძალა“: სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა

სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში არცთუ სახარბიელო…

გიორგი ცუცქირიძე-ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს

„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი…

დავით ქართელიშვილი: რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც 2008 წელს მოსკოვნისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს, 2024 წლიდან კი სამხედრო დახმარებაზე უარს ეუბნებიან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის მხრიდან, ბუნდესტაგის დეპუტატის, ზერენ პელმანის“ ქვეყანაში არ შეშვებას ეხმიანება.…

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს

საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე…

დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე: აშშ უკიდურესად „აღმაშფოთებელ” ლოკაციებზე შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით კურიერს აგზავნის ხოლმე, თუმცა იმავეს ინდოეთს ვერ უბედავს

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს ეხმაურება. როგორც…

ეკა სეფაშვილი: NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს

საქართველოს შესახებ„NATO-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს…

დავით ჩიხელიძე ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთში ექსპორტზე-აბსურდულია საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები მაშინ, როცა თვითონ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არათუ წყვეტენ, არამედ აღრმავებენ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დასავლეთი სანქციების თემით სპეკულირებს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი თამაშის წესებით თამაშობს– ასე…

ირაკლი კობახიძე – ლარის კურსთან დაკავშირებით გვქონდა მოკლევადიანი რყევა, რაზეც ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს

სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის…

ირაკლი კობახიძე –  26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული  საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების  წელიწადი

26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. „კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა, გამოვეხმაურო, ეს არის მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური პატარა გამოხტომა, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა,რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი-დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, რომ არავის მოსწონს გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა არ არის კომფორტული, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა ბატონ მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო თავისუფალი იქნება ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.