საქართველოს, საფრანგეთისა და კანადის შემდეგ ე.წ. რუსულმა კანონმა ესპანეთშიც მიაღწია, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ესპანეთის…
დღე: ივლისი 18, 2024
ირაკლი კობახიძე -ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანე სია ევროპის და შავი ზღვის რეგიო ნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში -ევრო პელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსი ები გადამწყვეტია
ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში. „მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა. მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში. ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, – აღნიშნავს პრემიერი.
საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს
საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს. დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე – ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის. სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით.
ილია დარჩიაშვილიევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, საქართველომ წარადგინა კონკრეტულიინიციატივები
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, სამიტის გახსნაზე ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოც ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს. ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური, ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროინტეგრაციის, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის ერთ-ერთი სასარგებლო მექანიზმი, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული ევროპული ინტეგრაცია. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გახსნის ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა და ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა იყო ენერგეტიკა და დაკავშირებადობა. „მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად. საკითხი ეხებოდა ენერგეტიკას და დაკავშირებადობას და საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროცესის, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ჩვენი როლის კუთხით, იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ენერგოპროექტებს. მათ შორის, საკითხი შეეხო შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც აუცილებლად მოემსახურება ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები, თუ რა შეიძლება მოხვდეს საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც შეაჯერებენ დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები. ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივები და ხედვები შესაბამისად იქნება დოკუმენტებში ასახული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ კონსოლიდაცია და ასევე უზრუნველყონ ენერგორესურსების დივერსიფიცირება, იმისთვის, რომ არ იყოს ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს. სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა. გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის სასარგებლო მექანიზმი, რათა საქართველომ გააგრძელოს წარმატებული, ევროპული ინტეგრაცია – ილია დარჩიაშვილი
„ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა…
ილია დარჩიაშვი ლი: ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთ ვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს…
გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, დევიდ ლამთან
ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი…
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე. “ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას”, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “X”-ში.
ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ.…
ირაკლი კობახიძე – ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართვე ლო-ევროკავშირის ურთიერთობებზე
ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. „გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით, გამოიკვეთა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადო ბის კუთხით და სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული…
ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში
ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას,…
დაჩი ბერაია მასზე ოპოზიციის აქტივისტის თავდასხმის შესახებ: ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების უკან დგას კოლექტიური ნაცმოძრაობა, მაგრამ ისინი ვერანაირი პროვოკაციული ქმედებით ვერ მიაღწევენ მიზანს – ქვეყანაში არეულობას
„ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი…