fbpx

პრემიერი – ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი

ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, –…

ირაკლი კობახიძე – შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები.  როგორც ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების მიზეზი.  „ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი. რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასდროს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მით უმეტეს, მათი დახურვის მიზეზი, ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ მსჯელობა. წლების განმავლობაში პარტიები დეტალურად აქვეყნებენ, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარ შემოსავლებსა და გასავლებს, არასდროს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არ დამდგარა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა დღემდე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი დავალებაა, მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ქვეყანა, სცადონ რევოლუციების მოწყობა და საბოლოო ჯამში დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით

საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“,…

ირაკლი კობახიძე -ხელოვნურად არისშექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც  მიუღებელია

ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის გარედან მართული. „კომფორტზე აქ  ნაკლებად შეიძლება იყოს საუბარი. აქ მთავარია, რეალობა. ეს მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ორი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ერთი, ეს არის მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, მეორე არის ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი – ეს არის ის, რომ ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული. ეს არის მთავარი განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართულები. აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა და როგორ გვირჩევნია, მთავარია ხალხს გავაგებინოთ, სად არის სიმართლე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმის ჩვენება, რომ ისინი სინამდვილეში არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე სიმართლე, მაშინ იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად, რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ, ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა  ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ არის სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას. ამიტომ, ეს მოცემულობა მიუღებელია. სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური პარტია, ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი, არ არის მართული გარედან, კონკრეტული ინტერესებით. ეს მოცემულობა სამწუხაროდ, ჩვენ  არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნულოვანი დამოუკიდებლობა აქვს. ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის ნებაზე. ორიენტირებულიც არ არის ამაზე. თუ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, ყოველ ჯერზე ისინი თითს იშვერენ არა ქართველი ხალხის პოზიციისკენ, არამედ, მუდმივად თითს იშვერენ, რომელიმე კონკრეტული სენატორი თუ ევროპარლამენტარი რას იტყვის, ანუ მთლიანად დამოკიდებულები არიან გარე ძალებზე და საერთოდ არ აინტერესებთ, სინამდვილეში ხალხი რას ფიქრობს. პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – რასაც საქართველოში კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს  ყველა ზღვარს სცილდება, ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას

სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ…

ირაკლი კობახიძე -ყველას გვესმის,  რომ ენჯეოები  არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა  ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა და  მიზნების რეალიზებისთვის, აქედან  გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან,იქ საკუთარი  ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია

ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა. „ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია. შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს…

ირაკლი კობახიძე – საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით

3-4 წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში; დღეს…

ირაკლი კობახიძე  -არავითარი  სივრცე არ დატოვესრეალურად ჯანსაღიდისკუსიისთვის,პირველივე დღიდან  გამჭვირვალობის  კანონის გარშემო  წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანიაყოველგვარი სიღმისეული განხილვისგარეშე

არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაეხსნა სივრცე დისკუსიისთვის „სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება, მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით, ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც, ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა, პირდაპირ ეთერში დაჯდომა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ. პარლამენტში ასევე გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე, საიდანაც ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შინაარსში არ უნდა შევიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შინაარსი არის მათი ველიო. ეს პირდაპირ ითქვა ერთ-ერთი ოპოზიციონერის მხრიდან. რატომ შეიძლება, იყოს შენი ველი შინაარსი – შეიძლება, იყოს იმ შემთხვევაში შენი ველი, თუ შინაარსობრივად ხარ მყარად. რეალურად აქ ზუსტად ასეთი ვითარება იყო, შინაარსობრივად ჩვენ აბსოლუტურად წელში გამართული ვართ, არის ჯანსაღი კანონპროექტი, რომელიც განიხილებოდა პარლამენტში, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო სამი მოსმენით და აქცია კანონად. ასეთ ვითარებაში ჩვენს ოპონენტებს უბრალოდ არ აწყობდათ ჯანსაღი და ღია გახსნილი დისკუსია. როცა ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ეს უკვე გასაგებია, როცა იმავეს აკეთებენ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები მით უმეტეს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. როცა ამას აკეთებენ ენჯეოები, რომლებიც ფორმალურად მაინც საკუთარ თავს აცხადებენ ისეთ სუბიექტებად, რომლებიც დისკუსიას უნდა ახალისებდნენ საზოგადოებაში, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა. „ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში

მთლიანად არის ხელოვნურად, გარედან თავს მოხვეული, რადიკალური NGO-ები,  ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების…

კიევში,მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა. შეხვედრას ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ფოტოზე არ გამოაჩინეს

ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა“-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „X”-ით…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლს დაესწრო

დღეს ბოლნისის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ გაიმართა. თეატრალურ წარმოდგენას ბოლნისის…

გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, ერთი კონგრესმენის მიერ…

გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს?

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ – სერბეთში, ნატოს წევრ…

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.