fbpx

მიხეილ სარჯველაძე: „ სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია“

”გარკვეული ადამიანების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამედიცინო დახმარება ადგილზე ხელმიუწვდომელი იყო. როცა, ზოგიერთი მედიასაშუალება ასეთ ფაქტს ავრცელებდა ,იქვე კადრში მათდა სამწუხაროდ ეკიპაჟი ჩნდებოდა. სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია.-განაცხადა მიხეილ.სარჯველაძემ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ასეულობით ადამიანია დაზარალებული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა, მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 მოქალაქე. მათი მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არაა მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები, შესაბამისად ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში ეს შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. მიმაჩნია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. ოღონდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საკუთრების უფლებიდან დაწყებული, ნებისმიერი უფლებით გაგრძელებული და მანიფესტაციის უფლებით დამთავრებული, ამას აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩარჩო და წესი. მოქმედი კანონმდებლობით, კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოში უნდა ხორციელდებოდეს”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება