fbpx

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე

თბილისის მერიის განცხადება გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველმეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვისგანკუთვნილ სივრცეში იყო…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს ტოდ ბაიერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის – “A Pleasure Doing Business“-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს. კამპანიის მიმდინარეობისას ,,ბლუმბერგი” აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან  – „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.

ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ  უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. “კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება. კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ  –  ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა. შედეგები შთამბეჭდავია – ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი დაავადებულია
„ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით

,,სააკაშვილი დაავადებულია„ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში ვლინდება სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც…