fbpx

ნანა კაკაბაძე:ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს

ჭილყვავების პრაიდი ცხრამუხის მონასტრის მონაზონის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი…

სამტრედიაში ე.წ ხდკ-ს უბნის განახლება მიმდინარეობს

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებუკლი განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილის მ.კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება…

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.ვენეციის კომისიის დასკვნის…

მამუკა მდინარაძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან, ასეთი ხალხი არ მივიღოთ. თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ყავთ საქართველოში ?

,,200,000 არ არის სწორი. ჯერ არ გამიგია, თქვენგან მესმის, მაგრამ 100,000-ზე მეტი ჩამოვიდა და დარჩა, რუსეთის…

მამუკა მდინარაძე: მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ პროექტებს, ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი

მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, მხოლოდ ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი…

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში, ოპოზიციასთან კონსულტაციები 8 კანდიდატთან…

მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას და რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი] გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე…

ირაკლი ღარიბაშვილი- სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი გვყავს და ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ ბიზნესში მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება. „რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება, ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ესეც არის ევროპული მოდელი, გამოცდილება. დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა უკვე. ეს არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა, მაგრამ რესურსი გაცილებით უფრო მეტია. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანი დაახლოებით 200-300 000 ათასი გვყავს, შეიძლება ასე ითქვას. მინიმუმ 200 000.  ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ. არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავრთოთ, არამედ ბიზნესში მოხდეს მათი ეტაპობრივი გადასვლა და დასაქმება, მათი პროფესიული უნარების განვითარება. აი, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, კერძო სექტორი სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივის და ამაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზეც ისაუბრეს. „მინდა კიდევ ერთ მტკივნეულ საკთხს შევეხო. იმის მიუხედავად, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის სამშენებლო სექტორში და სხვა სექტორის დამსაქმებლები, ბიზნესი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას. 100 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ მოთხოვნა არის გაცილებით მეტი. გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს ქვეყანაში. მე პირადად მქონდა საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მე მქონდა შეხვედრა მათთან რამდენიმე კვირის წინ და ყველა ამბობს ერთხმად, რომ აუცილებელია სამუშაო ძალის გაზრდა. ეს როგორ უნდა გააკეთოს მთავრობამ.. რა თქმა უნდა, მზად არის, რომ ბიზნესთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და კოორდინირებულად იმუშაოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ბინების დაკანონების საკითხს, 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბინების დაკანონების საკითხი განიხილება. „მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ბინების დაკანონების საკითხს, 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის,“- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილი- პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% მდე გააიაფებს

პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% მდე გააიაფებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 2022 წელს 80 მილიონ ლარამდე დაზოგა, 2023 წელს კი 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია. „ჩვენ პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული ფასების დაწესებას, რაც დამატებით თითქმის 40% მდე გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. 40%-ით. ჯამში, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა, ძალიან დიდ თანხებს დაზოგავს. ამიტომ, ამას სჭირდება, მე იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის, ამ ინიციატივის. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი, ეს არის აპრობირებული ევროპული გამოცდილება, ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან გადმოვიღეთ აღნიშნული პრაქტიკა და ამ რეფორმასაც წარმატებით განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე, იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში, წელს უკვე 80 მილიონ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ჩვენმა ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად და ჯამში, გაისად უკვე 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) კონგრესში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) რიგით XXVI კონგრესში მიიღო მონაწილეობა.ესპანეთის…

 მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი – მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია მინდა, საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მოგესალმებით, მინდა, დღეს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები. ფაქტიური მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა,  გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და შესაბამისად ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბექა დავითულიანი: ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს- ამის შესახებ საპარლამენტო…

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში. ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს

,,პოლიტიკოსის კარიერა და იმიჯი შეგდება ღირებულებებისგან, გაკეთებული საქმეებისგან და რიტორიკისგან. ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ თუ…

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან კანონის ფარგლებში თავი იმართლოს. არამედ მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებისთვის საკუთარი ჯანმრთელობის დემონსტრირება მოახდინოს

,,პირველი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, ეს მისი საქმე და მისი უფლებაა. მას აქამდეც…