fbpx

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე, უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით არ განიხილავს.

უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. პირველ დეკემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება