fbpx

ევროკომისარის განცხადებები იმედის გამაცრუებელია- ნიკა გვარამია ვარჰეის განცხადებებზე

პატიმარ ნიკა გვარამიას ევტოკომისარის ვიზიტმა იმედები გაუცრუა და რუსთავის სასოწარკვეთილმა საპყრობილიდან წერილი გამოაქვეყნა. “-ევრევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი…

პრემიერ მინისტრის ინიციატივით წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება – 27 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით,…

სალომე სამადაშვილი ოლივერ ვარჰეიზე – ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც როგორც ჩანს ნორმალური განწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ

ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც უნგრეთის წარმომადგენელია, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე. დღეს ორბანი…

თამთა მეგრელიშვილი – ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა, გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო – საქართველო საიმედო პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო…

ლევან ქარუმიძე: ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე

დიდი მადლობა კომისარო! ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის…

ოლივერ ვარჰეი- საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს.  “დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ  და შევისმინეთ. მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ. შეხვედრები ჩანიშნული მაქვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან”,- წერს ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი- ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს

ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთავაზობს,  მათ მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად. „თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონი. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწევრიანების კრიტერიუმები.არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე, რომელიც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი. ჩვენ, ევროკავშირი არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი, იმიტომ, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყო განსაზღვრული.  არავის უნდა ჰქოდნეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწეილია ამ პრიორიტეტებში”,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ზურაბ ქადაგიძე – ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების, სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია!

პრემიერისა და ევროკომისრის ერთობლივი ბრიფინგი, არის კლასიკური მაგალითი, თუ რა მასშტაბის განსხვავებაა ნამდვილ ევროპასა და ფსევდო-დასავლეთს…

დავით ქართველიშვილი: ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგი – ჩვენი მკვდრადნაშობი “ოპოზიციის” საფლავზე “ვენოკის” ტოლფასი იყო

,,ევროკომისრისათვის “ჩამჭრელი” კითხვების დამსმელ “ოლიგარხატ TV”-ს წარმომადგენლებს ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩენოდათ – “დეოლიგარქიზაციის” თუ “პოლიტპატიმრების”…

გოგი მეშველიანი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის საკითხის გადაწყვეტისთვის

გოგი მეშველიანი: მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრსუმოკლეს ვადებში რეაგირებისა და საკითხის გადაწყვეტისთვის. საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,…

ირაკლი ღარიბაშვილი- ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში, ამ მიზნით თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მიდის აქტიური მუშაობა, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში

ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში, ამ მიზნით თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მიდის აქტიური მუშაობა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში. „მეც კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში. სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ მიზნით არის შექმნილი, თითოეულ რეკომენდაციაზე, ბატონო კომისარო, სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად მოკლე დროში. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გასაკეთებელია. მეც მინდა იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ბატონმა კომისარმა გამოთქვა და გამოხატა. კიდევ ერთხელ, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი : არ მიაქციოთ ყურადღება კუბილიუსს და მის რამდენიმე თანამოაზრეს – მოისმინეთ რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც შეაქო ჩვენი მთავრობა და ქვეყანა მშვიდობის, სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო!

,,ყველაზე აგრესიული სპიკერი არის კუბილიუსი, რომელსაც არ ადარდებს ჩვენ ქვეყანაში არცმშვიდობა, არც სტაბილურობა. მას ადარდებს ერთადერთი…

ანდრია გვიდიანი – ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გამოსვლამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას. ყველა საკითხზე მისი პოზიცია იყო ობიექტური და რაც მთავარია ადეკვატური

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს ეხმიანება.როგორც გვიდიანი წერს, ეს არის ევროკავშირის ოფიციალური…

ზაალ ანჯაფარიძე ოლივერ ვარჰეის განცხადებაზე: ბოლო ფრაზას მიაქციეთ ყურადღება! საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი

„ევროპას თითქოსდა არ უნდა აქ რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თუ ასეა, რატომ უჭერდნენ მხარს ფარულად ლეგიტიმური მთავრობის…

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე – საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია

– ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ…