fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა

სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სახელმწიფოებთან მთავრობა არაერთი მიმართულებით თანამშრომლობს, ერთად არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. „ მინდა რამდენიმე გამომსვლელს გამოვეხმაურო და ძალიან მოკლედ  ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი განხორციელებული ერთად და რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვიდან : • თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ! • ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ…

ირაკლი ღარიბაშვილი – მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი – მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ

რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას სრული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ამ პროცესისადმი და მოუწოდა, ჩაერთონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში. „სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე, ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი – მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუდნის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ-ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში. „ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მიდა გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად ყოფილი თუ მოქმედი წევრები სხვადასხვა სახელმწიფოების თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და მე ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ. ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ. სად ვიყავით აღარ გავიმეორებ ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

სემეკმა გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი 265 მლნ ლარის ინვესტიცია შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის…

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მთავარი მონაპოვარი პირველი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის გამოხატვის უფლება 

. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მთავარი მონაპოვარი, შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ყველას და მითუმეტეს დეპუტატებს როგორ შეიძლება შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება, ეს მათი არჩევანია, მე მინდა,  ყველას წარმატება ვუსურვო, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არც ერთი სხვა მოძრაობის საქმეში რა ვერევით და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“, თუმცა ისინი რჩებიან უმრავლესობაში. „მე ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვეს მათ უმრავლესობა, უფრო სწორად ჩვენი პარტია. ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის მე ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები რომ იტყვიან გაიყო, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ  შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არა ერთხელ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. რომ არ დარჩნენ უმრავლესობაში „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები, ძალიან მარტივი მიზეზი რომ ავხსნა, ეს ერთი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას – თქვენ ხართ კოლექტიური როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“

თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამ „ქურქუმალ ვაითით“ სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს საზოგადოება…

სამტრედიაში სკოლის და ე.წ ხდკ უბნის განახლება მიმდინარეობს

სამტრედიაში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება. საგანმანათლებლო…

მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს – იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ

ბატონი რომანი გამოვიდა და თქვა, ამ კონგრესში ან ლობისტი ვერ იშოვეთ, ვერავინ მოისყიდეთო, მერე ჩვენი ამერიკელი…

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ რაც გეკუთვნით, ამას ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო

თქვენ რაც გეკუთვნით იმისათვის, რასაც აკეთებთ ბოლო პერიოდში, მე ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო –…

ლევან ნიკოლეიშვილი ნათია მეზვრიშვილს: გახარიამ თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, გუნდის ღალატით და ზურგში დანის ჩაცემით დაამახსოვრა, აბა თქვენ იცით, არ ჩამორჩეთ

ტრაგიკომიკური ის არის, რომ გახარიას ხალხი თან „ნაცობენ,“ თან ვერც „ნაცობენ,“ თან ნაცების რაღაც “ჩინური” ვარიანტი…

ეკა სეფაშვილი: თუ ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად გვინდა, ცარიელი განცხადებები და მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, საკმარისი არაა

„ევროპა თუ გვინდა, ამისთვის უნდა ვიშრომოთ და რეალური ნაბიჯები გადავდგათ, რათა ეს მიზანი ხელშესახები გახდეს“, –…

ირაკლი კობახიძე: აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან

რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ თემას სულ ატრიალებენ – სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ…

ანდრია გვიდიანი: ეკონომიკურ ზრდაში რუსეთის ფაქტორის გაბუქებით, ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხალის მოწყობას ცდილობს

მოღალატეობრივი ოპოზიცია ქვეყნის მიღწევების დასაკნინებლად ყველაფერს აკეთებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის გაუბრალოება…

პრემიერი აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს. „აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით!  მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის „ტვიტში