fbpx

ირაკლი კობახიძე – 20 ივნისის აქცია წარმოდგენილი იქნებიან ბაკურიანის შეკრების მონაწილე პარტიები, მათი გათვლაა, რომ ორი ქვეყანა იღებს სტატუსს, საქართველო არ იღებს, ამის შემდეგ იწყება არეულობის სცენარი და 20 ივნისის აქცია არის რეპეტიცია

20 ივნისის აქცია არის ვიწრო პარტიული აქცია და იქ წარმოდგენილი იქნებიან ბაკურიანის შეკრების მონაწილე პარტიები, მთელი…

ირაკლი კობახიძე – რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა

რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა…

ირაკლი ღარიბაშვილი – „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია

ირაკლი ღარიბაშვილი – „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე; ეს ცათამბჯენი და ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობის და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ, ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს, უნიკალური, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Axis Towers – ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  „აქსის თაუერსი“ არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ერთობლივი პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით საქართველოში დეველოპმენტის, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ შეიძლება იქცეს. „ნახევარ მილიარდ ლარამდე, 150 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში ჩაიდო, ჩვენ ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. კიდევ ერთხელ, გილოცავთ. „აქსის თაუერსის“ მრავალფუნქციონალურობამ და განსაკუთრებით, ბიზნესცენტრის ამ მასშტაბმა ხელი შეუწყო ჭავჭავაძის გამზირის, ამ მონაკვეთის ბიზნესუბნად ქცევას. ეს ცათამბჯენი და ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობის და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს და რატომ ?  2005 წელს, ანუ 17 წლის წინ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს და კრიზისის გამო, ეს პროექტი შეჩერდა და სწორედ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ეს პროექტი განახლდა და დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ შედეგი დასრულებულია. ეს არის ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქში და კიდევ ერთი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ინდივიდუალური სტილით, თავისი დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ადგილი გახდება ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ტურისტისთვის, სტუმრებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ქალაქს სტუმრობს. როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობის მატება, ისე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, დახვეწა, ასევე, ახალი საერთაშორისო დონის სერვისების დანერგვა, თუ ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვცემს საშუალებას სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადი მივიღოთ და შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ვიზიტორებს, ტურისტებს, მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება. განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, ძვირფასო მეგობრებო, რომ „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე. ის ნამდვილად იძლევა წარმატების და სიამაყის საბაბს ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიისთვის, რადგან მსოფლიოს გამორჩეულ პროექტთა რიცხვს ეს ქართული პროექტიც შეუერთდება. ამ მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია, დაახლოებით 1 000 ადამიანი დასაქმდა და გარდა პირდაპირი დასაქმებულებისა, ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული, დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის იქნება დასაქმების და განვითარების ადგილი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, როგორც ამ პროექტის იდეის ავტორს, ორგანიზატორებს, ინვესტორებს, ისე თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ უდავოდ განსხვავებული და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის  დაბანდება არის ნამდვილად წარმატებული, უსაფრთხო და მომგებიანი. კიდევ ერთხელ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშენებლებს, რომლებმაც ასეთი რთული ნაგებობა ააშენეს. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!“, –  აღნიშნა პრემიერმა. Axis…

ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურისმოწესრიგებას განაგრძობს.ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია სატყეოს ქუჩაზე მიმდინარეობს.მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში,…

გოგი მეშველიანი: მიუკერძოებელი მედიის არსებობა სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია“- წალკაში TOK TV -ის რეგიონული ოფისისპრეზენტაცია გაიმართა

დღეს წალკაში TOK TV -ის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია გაიმართა ,ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსადა წალკის…

ევროინტეგრაციას როდესაც მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და 300 კაცი გამოგყავს აქციაზე, ეს შეცდომაც არ არის, ეს არის დანაშაული

ევროინტეგრაციას როდესაც მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და 300 კაცი გამოგყავს აქციაზე, ეს შეცდომაც არ არის,…

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარებს: როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?

“სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა. მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის…

ზაალ ანჯაფარიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მეტი ზიანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ემანულ მაკრონის განაცხადებამ მოუტანა

“მაკრონის ეს არგუმენტი (მესმის მისი როგორც ევროპელის), სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა იქონიებს ზეგავლენას ევროკომისიის…

მარინა კალიურანდი – შესწორებები ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე საერთოდ ამოვარდნილი იყო რეზოლუციის თემიდან, ეს პოლიტიკური განცხადება იყო

-არ შეგვიძლია ვითამაშოთ ამ სიტყვებით, როდესაც საქმე სანქციებს ეხება „შესწორებები ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე საერთოდ ამოვარდნილი იყო…

სამტრედიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სამტრედიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის…

სკანდალი:ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა. საჯარო რეესტრის…

ადიგენში ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ადიგენის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ნარდში-ფინალური შეხვედრა გაიმართა. ,,მუნიციპალიტეტის პირველობაზე“ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს (18…

გივი მიქანაძე – „ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან დაკავშირებული?

„ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ…

გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: როცა გულზე მჯიღს იცემს და ამბობს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, მას ჯიბეში უდევს გადაკეცილი რუბლები საფულეში, არ უმძიმებს ჯიბეს ეს რუსული რუბლები?

„ორპირობის საუკეთესო ნიმუშთან გვაქვს ჩვენ ახლა შეხება. როცა ქალბატონი ხოშტარია გამოდის და გულზე მჯიღს იცემს და…

ლევან ჭოტორლიშვილი – МГИМО კგბ-ს დახურული სასწავლებელია, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით ღებულობენ სტუდენტებს, საინტერესოა ვინ იყო ხოშტარიას რეკომენდატორი?

აღმოსავლეთ ევროპაში ბიუროკრატები, რომლებსაც „МГИМО“-ს დიპლომები ჰქონდათ, ყველა გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში…