fbpx

ლევან ჭოტორლიშვილი – МГИМО კგბ-ს დახურული სასწავლებელია, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით ღებულობენ სტუდენტებს, საინტერესოა ვინ იყო ხოშტარიას რეკომენდატორი?

აღმოსავლეთ ევროპაში ბიუროკრატები, რომლებსაც „МГИМО“-ს დიპლომები ჰქონდათ, ყველა გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. კარგი იქნება საქართველოს პარლამენტიც თუ მიიღებს ასეთ დადგენილებას – წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, МГИМО, სადაც ხოშტარია სწავლობდა, კგბ-ს დახურული სასწავლებელია, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით ღებულობენ სტუდენტებს.
„საინტერესოა ვინ იყო ხოშტარიას რეკომენდატორი? „ – სვამს კითხვას ლევან ჭოტორლიშვილი.
„МГИМО“, სადაც ხოშტარია სწავლობდა არ არის ჩვეულებრივი უნივერსიტეტი რომელშიც აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებით ხვდებიან. კგბ-ს დახურული სასწავლებელია სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით ღებულობენ სტუდენტებს. საინტერესოა ვინ იყო ხოშტარიას რეკომენდატორი? ეს უფრო საინტერესოა ვიდრე ის ფაქტი რომ დღემდე მოსკოვიდან ღებულობს ფულს.
ხოშტარია ცრუობს როდესაც ამბობს თითქოს ედავებიან რომ რუსეთში სწავლობდა. რუსეთში უამრავი უნივერსიტეტია და МГИМО არის ერთი. რამდენადაც ვიცი აღმოსავლეთ ევროპაში ბიუროკრატები რომლებსაც МГИМО-ს დიპლომები ჰქონდათ, ყველა გაანთავისუფლეს თანამდებობებიდან, აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. კარგი იქნება საქართველოს პარლამენტიც თუ მიიღებს ასეთ დადგენილებას“ – წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება