fbpx

დავით მათიკაშვილი – ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების ნაბიჯები სრულად არის გადადგმული, ჯერი ევროკავშირზეა

დავით მათიკაშვილი – ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების ნაბიჯები სრულად არის გადადგმული, ჯერი ევროკავშირზეა დღევანდელი მოცემულობით, ყველა…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ,  ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით  შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად უხელმძღვანელებს.სამთავრობო კომისიის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

სამტრედიაში,ამირან კალაძის ქუჩაზე კაპიტალური გზა ეწყობა, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს

ამირან კალაძის ქუჩაზე მე-5 ჩიხში კაპიტალური გზა ეწყობა, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით…

რატი იონათამიშვილი – მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მიმართ დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა

მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მიმართ დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა – ამის…

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყონ ჩართული

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა. ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს სხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში ახალი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე. „ინვესტორთა საბჭოს წევრმა ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ პროცესში ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად აქტიურად იყონ ჩართული“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. საქართველოში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში. “ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული  – როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს ქვეყანას გასაკეთებელი, ხოლო ინვესტორთა საბჭოს დიდი ექსპერტული რესურსი გააჩნია. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას ნებისმიერი სახით, რითაც შევძლებთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. გაერთიანებული სამეფოს ელჩის შეფასებით, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ძალიან სასარგებლო დისკუსია შედგა. „მონაწილეობა მივიღე ძალიან სასარგებლო და ცოცხალ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობითა და მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების  ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა

ანანურისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

უხვი ნალექის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის, უკანაფშავის,ქვეშეთის, ჭართლის, ანანურისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებშიდაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი…

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზესაგზაო სამუშაოებს ახორციელებს.მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე…

მემორანდუმი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მხარდაჭერისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, შპს. ‘’ვივამედსა’’ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის…

ამდენ “ჩათლახობაში” გამობრძმედილ ბერძენიშვილს ირაკლი კობახიძის ერთი სიმართლე თუ გამოიყვანდა მწყობრიდან, ნაღდად არ მეგონა-ზურა ქადაგიძე

ზურა ქადაიძე-დავით ბერძენიშვილს, ამდენ “ჩათლახობაში” და მამძაღლობაში გამობრძმედილს, ირაკლი კობახიძის ერთი სიმართლე თუ გამოიყვანდა მწყობრიდან, ნაღდად…

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ქართველი პოლიტიკოსები გადადიან გაკოტრების რეჟიმში, პროპორციულად იზრდება მათი არაადეკვატურობის და რადიკალიზაციის ხარისხი

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ქართველი პოლიტიკოსები გადადიან გაკოტრების რეჟიმში, პროპორციულად იზრდება მათი არაადეკვატურობის და რადიკალიზაციის ხარისხი „ისე…

(M4EG) პროექტის ფარგლებში, მუნციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში, მუნციპალიტეტის მერთან, დავით…

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას და დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას და დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო, რომ…

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ელჩებს შორის, რომელთა დანიშვნაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა, დავით ბაქრაძე და კახა იმნაძე არიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.…

დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

რეპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც ირაკლი კობახიძეს  დებატებში იწვევს და სთავაზობს, რომ…

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს – გიგა ბოკერია

არჩევანი დღევანდელ რეჟიმსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს შორის დგას, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” თავმდჯომარე გიგა ბოკერია…