fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მეტი ზიანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ემანულ მაკრონის განაცხადებამ მოუტანა

“მაკრონის ეს არგუმენტი (მესმის მისი როგორც ევროპელის), სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა იქონიებს ზეგავლენას ევროკომისიის დასკვნაზე. მცირეა შანსი, რომ გეოპოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწონოს ისედაც სკეპტიკურ ევროპაში”- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ჩვენ საზოგადოებამ, პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ შემდეგ?

“რეალისტებად რომ დავრჩეთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მეტი ზიანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას მოუტანა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის განაცხადებამ, რომ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო სხვა (ანუ არაევროპულ) გეოპილიტიკურ სივრცეში იმყოფება.
მაკრონის ამ განცხადებამდე ორიოდე დღით ადრე, მე და კიდევ არაერთმა ადამიანმა გამოვთქვით აქ მოსაზრება, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, სწორედ გეოგრაფიული ფაქტორი შესაძლოა გამხდარიყო ერთ ერთი ბარიერი სტატუსის მინიჭების გზაზე. ამაზე კამათიც მომივიდა აქ.
შესაბამისად, მაკრონის ეს არგუმენტი (მესმის მისი როგორც ევროპელის), სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა იქონიებს ზეგავლენას ევროკომისიის დასკვნაზე. მცირეა შანსი, რომ გეოპოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწონოს ისედაც სკეპტიკურ ევროპაში. გამიხარდება თუ ჩემი პესიმისტური პროგნოზი არ ახდება. ვნახოთ!
თუმცა, ჩვენ საზოგადოებამ, პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ შემდეგ? შეგვყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების მორიგ ციკლში, რის ნიშნებიც უკვე იკვეთება, თუ ვაგრძელებთ თუნდაც მიუღებელი რეალობისთვის თვალის გასწორებას და ქვეყნის განვითარებას”- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება