fbpx

ადიგენში ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ადიგენის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ნარდში-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

,,მუნიციპალიტეტის პირველობაზე“ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს (18 წლის ზემოთ) შეეძლო.

შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა, საინტერესო თამაშის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა:
I- ადგილი-ლევან საგინაძე
II -ადგილი-გოჩა იაკობაძე

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზურა ბეთხოშვილმა მედლები, ნარდები და თასი გადასცა.

ყველაზე ასაკოვან მონაწილეს, ბონდო ბუიღლიშვილს მერიისაგან სიმბოლური საჩუქარი- ნარდი გადაეცა.
ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა, ღონისძიებას ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება