fbpx

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მას უკრაინელმა კოლეგებმა სთხოვეს-ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეკითხვას უპასუხა „რუსთავი 2″-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის აცხადებს, რომ არ სურს მის შესახებ ლაპარაკი. ამასთან, მთავრობი მეთაური შეეხო სააკაშვილის მიერ შიმშილობის მეორედ გამოცხადებას

„რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი. მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ ის იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც მისი დაკავება ჩვენ განვახორციელეთ პირველ ოქტომბერს, იგი ჩემთვის აღარ არის საინტერესო და არჩევნების დროს ბუნებრივია მე, როგორც პოლიტიკოსი და პოლიტიკური კამპანიის ხელმძღვანელი ხშირად ვსაუბრობდი. ახლა ჩემთვის აღარ არის საინტერესო არც პატიმარი. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დაწესებულებას 2 000 პატიმრის შიმშილობის გამოცდილება აქვს, როგორღაც კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად. სხვა დანარჩენი სპეკულაციები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მას უკრაინელმა კოლეგებმა სთხოვეს.

„ეს არ არის ასე. საუბარი გვქონდა ზოგადად და მე ამის თაობაზე გავავრცელე კიდევაც საჯარო განცხადება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ, ეს ზოგადად, მინდა, რომ ცხადად ვთქვა. ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არა თუ სხვა ქვეყნებზე, პატიმრებზე მით უმეტეს ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი. ეს ხომ აბსურდია. მე საერთოდ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება”, – თქვა მან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება