გიორგი გამსახურდია: ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც ვერავინ მივა წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით – საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ქართულ პოლიტიკაში, ვერავინ კი ვერ შეედრება ბიძინა ივანიშვილს, არამედ ახლოსაც ვერ მივა ვერავინ პატრიოტიზმით, წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით, – წერს გიორგი გამსახურდია სოცოალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ზოგიერთი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს შეედაროს, თუმცა, საელჩოებში სიარულის მიუხედავად, მათი საშველი ქართულ პოლოტიკაში არ არის.

“სანამ ზოგი გამოვა და როყიო ხმით დაიწყებს საზოგადოების გაბრუებას, ეს კარგად დაიმახსოვროს.
ვის ედრებით საერთოდ და ვის გინდათ შეედაროთ, თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი…
საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეგ შეუშვით მაგ ცარიელ თავებში,” – წერს გამსახურდია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება