fbpx

მივფრინავდი და ვფიქრობდი:“მინისტრი- მინისტრია, “ცკ”- “ცკაა”, აი ვოვა კი, ვოვაა-გიორგი დანელია

მსახიობი ზაზა პაპუაშვილი რეჟისორ გიორგი დანელიას თბილისურ ისტორიას იხსენებს-

 · გიორგი დანელია: – ვერიკო, მინისტრი, დევი და თბილისელი ვოვა.-სასწრაფოდ მოსკოვში უნდა გავფრენილიყავი.(სარეჟისორო კურსებზე მისაღები გამოცდები იწყებოდა).ავიასალაროში მითხრეს:ბილეთები არ გვაქვს.ჩემი “მოსფილმში” მუშაობის დამადასტურებელი მოწმობა ვაჩვენე. ავუხსენი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ვიცრუე, თითქოს უჩემოდ ძალზე მნიშვნელოვანი გადაღებები ჩაიშლებოდა.მისმენდნენ,თანაგრძნობით შლიდნენ ხელებს – ვერაფრით დაგეხმარებით, ბილეთები არ არის.დეიდაჩემთან, ვერიკო ანჯაფარიძესთან მივედი. ვერიკომ მაშინვე მინისტრს დაურეკა.მინისტრმა თქვა,რომ მსოფლიოში საუკეთესო მსახიობის დისშვილისთვის ბილეთები ყოველთვის აქვს.თხუთმეტი წუთის შემდეგ მინისტრი დაგვიკავშირდა,მოიბოდიშა და გვითხრა, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა და ბილეთები არ არის.ხვალისთვის კი ბილეთები ყველა რეისზეაო.მაშინ მე ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, დევი სტურუას დავურეკე. დევიმ თქვა, ბილეთი არ არის პრობლემა. მე ავუხსენი, რომ ვერიკო ელაპარაკა მინისტრს, მან კი ბილეთებზე უარი უთხრა,რადგან რაღაც განსაკუთრებული დღე იყო და ბილეთები გაყიდულიყო.- მინისტრი -მინისტრია, “ცკ”- კი “ცკ”!ათი წუთის შემდეგ დევი სტურუამაც იგივე გვითხრა, განსაკუთრებული დღეა და ბილეთები დღევანდელ რეისებზე გაყიდულიაო.სასტუმროში წავედი. გზად “ლაღიძის წყლებში” შევიარე.ვინაიდან ძალიან მიყვარს ეს გემრიელი სიროფიანი წყალი.იქ ვოვა მარტინოვი შემხვდა. “ნამდვილი თბილისელი” ახალგაზრდა კაცი,ანუ ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს და რომელიც ასევე ყველას იცნობს.ქართულად შემეკითხა:-რატომ ხარ მოწყენილი?რუსი ვოვა ჩემთან მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა, რადგან თვლიდა, რომ მე პრაქტიკა მჭირდებოდა. ჩემს პრობლემაზე ვუამბე.- ვიფიქრე მართლა რაღაც შეგემთხვა!წავიდეთ და ავიღოთ ბილეთი!- დღეის ბილეთები არ არის!- ჩვენთვის გია, ბილეთები აქვთ, წავედით!სალაროსთან ბევრი ხალხი იდგა, ფანჯარას ვერ მიუახლოვდებოდი. მაღალმა, ბეჭებგანიერმა ვოვამ თავიდან “კეპკა” მოიხადა, კეპკიანი ხელი ზემოთ ასწია, ფეხის წვერებზე აიწია და მთელი ხმით დაიყვირა:- ნანა, მე ვარ, ვოვა! გამოიხედე აქეთ,ჩემს “კეპკას” ხედავ?!- ვხედავ შენს კეპკას, ვოვა, რა გინდა?თბილისში იმ დროს სულ ორი ჯინსის “კეპკა “ ჰქონდათ. ერთი ვოვას და მეორე ცნობილ ფეხბურთელს,საბჭოთა კავშირის ნაკრების საუკეთესო ფორვარდს დავით ყიფიანს.- ერთი ბილეთი მოსკოვის რეისზე, პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე.- პასპორტი მომეცი!ვოვამ პასპორტი გამომართვა და ვიღაცას სთხოვა სალაროში გადაეწოდებინათ.- დაიცა, და ფული? ფული აიღე!- ვუთხარი მე.- ფულს მე მივცემ, ნუ ნერვიულობ,- დამამშვიდა ვოვამ.( მე ფული არ გამომართვა, როცა შევეცადე ფული ძალით მიმეცა,თანაგრძნობით შემომხედა და მითხრა:შენ სულ გარუსდი).თვითმფრინავს მივუსწარი, მივფრინავდი და ვფიქრობდი:“მინისტრი- მინისტრია, “ცკ”- “ცკაა”, აი ვოვა კი, ვოვაა!(დამეთანხმეთ, მართლაც თბილისური ისტორიაა.)😊ფოტოზე: რეჟისორი გიორგი დანელია..გენიალურია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება