მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთაბაზის გადამოწმებაზე: „ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი“

„თვითონაც ხვდებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ესგადაწყვეტილებები, რომლებსაც აკრიტიკებენ, უალტერნატივოდ სწორია. მათ შორის იყომიმდინარე წლის მარტში დაწყებული ჩვენიაქტივობა, რომელიც სოციალურად დაუცველთაბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებასუკავშირდებოდა. როგორც იცით, ეს პროცესირამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურიდახმარების პროგრამის შესახებ საუბრისას. მინისტრის განმარტებით, დროთა განმავლობაშიოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაიცვლება, შესაბამისად, მნიშვნელოვანიამონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება, რათასაარსებო შემწეობის გაცემა ოჯახების რეალურმდგომარეობას შეესაბამებოდეს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბაზა რეალურადასახავდეს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელთა დახმარებაც გვინდა და სისტემასამართლიანი იყოს. დასაწყისში ვნახეთშემთხვევები, როდესაც ადამიანს მაღალი შემოსავალი ჰქონდა და ასეთ ოჯახს 60-ლარიანიშემწეობის მიცემა სჭირდება? არ მგონია, ესსაჭირო იყოს. ბუნებრივია, როდესაც გადამოწმების პროცესიდავიწყეთ, შევეცადეთ, პირველ რიგში, ასეთი ოჯახების მდგომარეობა შეგვესწავლა. შედეგად, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად დამტკიცებული მეთოდოლოგიისმიხედვით, ოჯახს აღარ ეკუთვნოდა ის სარეიტინგოქულა, რომელიც ოთხი-ხუთი წლის წინ ჰქონდა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს წევრების…

მიხეილ სარჯველაძე: „გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით“

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკურისაავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისმასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთარანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი დაამოცანაა, ეს იყოს მაღალი კლასის სამედიცინოდაწესებულება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმაახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლისმიხედვითაც თბილისის რესპუბლიკურისაავადმყოფოს ტერიტორიაზე, თანამედროვესამედიცინო სერვისებისთვის, ახალიმაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება.  როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნულიმომსახურებების მაღალი ხარისხისუზრუნველყოფისათვის, ახალ შენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა დამაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს.  მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკურისაავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდებისსაშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვეარსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაცასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.  რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული დასაინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისოსაკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინგააფორმა.  „შესაბამისი პროცედურების სრული დაცვითშევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებითაქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევეაქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიასგვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურულითვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.