fbpx

სამტრედიაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

დღეს სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები მერიის სხდომათა დარბაზში გადასცეს.

92 ოქროსა და 20 ვერცხლის მედალი წარჩინებულებს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საგანმნათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი მელაშვილთან ერთად გადასცა.

დავით ბახტაძე- ,,ამაყი ვარ დღეს. ეს მიზანდასახული და შრომისმოყვარე თაობა ჩვენთვის იმედისმომცემია. მათი ნიჭი და შრომისმოყვარეობა უკვე სახეზეა და გვჯერა, რომ ისინი წარმატებული ადამიანები იქნებიან. ჩვენის მხრივ ბევრ საინტერესო სიახლეა ვგეგმავთ ახალგაზრდებისთვის, რაც მათ მოტივაციას საგრძნობლად გაზრდის.”

თინათინ ხარძიანი-,, საამაყოა ნამდვილად ამდენი წარმატებული ახალგაზრდა. ვისურვებდი თითოეულ მათგანს თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის გამოეყენებინოს.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება