fbpx

არ ვაპირებთ გაურკვეველი არსებების ხუშტურებზე სიარულს! რიგში ჩადექით და სათითაოდ გაექანეთ მიშასკენ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ნაპრეზიდენტარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის დაუსრულებელ სიმულაციაზე სოციალურ ქსელში წერს.

“ტვინი წაიღეს, გაერჭვეთ მიშას ყველა, ვისაც ეგ სიმულიანტი უფრო გინდათ, ვიდრე საქართველო და ქართველი ხალხი და ყველა, ვისაც საქართველო ეგ დორბლიანი გგონიათ! თქვენი ჩამოთრეულია ეს ნაძირალა დიქტატორი! რისთვის? საქართველოს ასარევად, ქართველების სისხლის დასაღვრელად, ქვეყნის ომში ჩასათრევად და სახელმწიფოს გადასატრიალებლად! არც არასდროს გაღელვებდათ და არც ახლა გაინტერესებთ ქართველების და საქართველოს ბედი, ყოველთვის ხურდად ან ნამატად მოიაზრებთ, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის გასაწირად იმეტებთ! დღეს საქართველოს ყავს ღირსეული და პატრიოტი მთავრობა! მმართველი გუნდი, რომელიც ორიენტირებულია, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე! არავის არ სცალია თქვენი დამპალი თამაშებისთვის და არც არავინ არ აპირებს პაიკის პოზიციაში ყოფნას! ჩვენ სამშობლოს ყავს მშვიდობის გარანტი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი! ძალიანაც გინდათ რამე ავნოთ, მაგრამ თითოეული თქვენი მცდელობა ჩანასახშივე განწირულია! ქართველებს სისხლით გვაქვს მოპოვებული დამოუკიდებლობა და არ ვაპირებთ გაურკვეველი არსებების ხუშტურებზე სიარულს! რიგში ჩადექით და სათითაოდ გაექანეთ მიშასკენ!” წერს დიტო სამხარაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება