fbpx

დიმიტრი ხუნდაძე NDI-ს კვლევის შედეგებზე: ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას

საქართველოს პარლამენტის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე NDI-ს კვლევებსა და ევროპარლამენტარების განცხადებებზე კომენტარს აკეთებს. 

„ევროპარლამენტარების მცირე, მაგრამ „ჭარბად მეტყველმა“ ჯგუფმა, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში, არაობიექტურობის ხარისხი მნიშვნელივნად გაზარდა. ქართველი ხალხი სხვაა, ხელისუფლება კი საკუთარ საზოგადოებას დაშორდაო, გვახსენებენ ყოველდღე. მათივე კვლევის მიხედვით კი, ხალხი ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად ენდობა და მის მიმართ მხარდაჭერას ზრდის. ხალხს ყველაფერი კარგად ესმის და ყველაფერს კარგად ხედავს. ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას. ასე მშვიდობაც გარანტირებული იქნება და ქვეყნის სუვერენიტეტიც. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი კი ყოველდღე შორდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა და ასევე სახიფათო თავად ევროპისთვის. ცარიელ დარბაზში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, თბილისის ქუჩებში მის მხარდამჭერთა რაოდენობას ემთხვევა, რაც ნამდვილად არ არის სამწუხარო, პირიქით, მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მილევადია  სააკაშვილის და ოპოზიციის რესურსი  საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება