fbpx

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს – გიგა ბოკერია

არჩევანი დღევანდელ რეჟიმსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს შორის დგას, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” თავმდჯომარე გიგა ბოკერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტარების  რეზოლუციის პროექტს. მისი თქმით, დოკუემენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. 

იქ არის ლაპარაკი, რომ თუ ასე გაგრძელდა, თქვენ, ქართულ საზოგადოებას მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ევროპულ მომავალსა და დღევანდელ რეჟიმს შორის. ყველას, ვისაც სურს წვლილის შეტანა ამ საკითხში, რომ საქართველომ გააღწიოს ამ ჭაობიდან და იყოს სამშვიდობოს როგორც თავისუფალი ქვეყანა გასული, პირველი რაც უნდა გააკეთოს, შეცვალოს ეს ხელისუფლება და ამ წერილში, განსაკუთრებით ბოლოში, ეს არის ნათქვამი, – თქვა ბოკერიამ. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება