fbpx

დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

რეპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც ირაკლი კობახიძეს  დებატებში იწვევს და სთავაზობს, რომ „თუკი თავი აქვს, ედებატოს”.

„კობახიძეს პირადად რა უნდა ვუთხრა, მაგ ხალხთან სათქმელი ნათქვამი მაქვს კაი ხანია. მოვედი პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი კობახიძის კი არ არის, ჩემი ძალიან შინაური გარემოა, ნახევარი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ყველა თან აქ ხართ, მას რომ მიაჩნია მის ტერიტორიაზე ვლაპარაკობ, თუ გნებავთ დაუძახეთ, გადაეცით ჩემგან, დავდგეთ მე და კობახიძე და აქვე ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავმართოთ დებატები იმ საკითხზე, რაც დღეს მან წამოსწია, გადაეცით ჩემგან“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.

„ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება