fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა?!

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა?! ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება „ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა“ – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ბოკერიას სიტყვის ფასს, თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ. „აქ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო“-ამბობს გიგა ბოკერია, კაცი 1% პროცენტი. ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა. დაუშვათ, ჰიპოთეზურად დაუშვათ, რომ ასე წერია, მაინტერესებს ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა (ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა მხარდამჭერი ჰყავს? ) ?! აი, ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება, ასე უცხოეთში თუ მიაწვდენენ რაღაც განწირულ იდეებს ლობისტებს და ფეიკ-ტელევიზიებში, რომ არ ჰქონდეთ ეთერი დათმობილი უკვე ვერც ვერავინ იცნობს! რაც შეეხება, ბოკერიას სიტყვის ფასს, თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება