fbpx

მიხეილ სარჯველაძე: მოსახლეობის კიდევ უფრო დასაძაბად და შეცდომაში მეტად შესაყვანად, ცდილობენ, სიმართლედ გაასაღონ, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის რაღაც ეტაპი დაიხურა – მოქმედი წესრიგის დარღვევის უფლება 

პოლიტიკა20 ივნისი 2022, 08:49/ სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: მოსახლეობის კიდევ უფრო დასაძაბად და შეცდომაში მეტად შესაყვანად, ცდილობენ, სიმართლედ გაასაღონ, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის რაღაც ეტაპი დაიხურა – მოქმედი წესრიგის დარღვევის უფლება თავს არავინ არ მისცეს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტისტატიის გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიცია გამიზნულად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

„იმისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო დაძაბონ და შეცდომაში მეტად შეიყვანონ, ცდილობენ, სიმართლედ გაასაღონ, რომ თითქოსდა, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის რაღაც ეტაპი დაიხურა. ამით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას. რადიკალიზმი საითაც არ უნდა იყოს გადახრილი, რადიკალური ჯგუფებისთვის, სახელმწიფოს სახელით, გაფრთხილება მექნება: მოქმედი წესრიგის დარღვევის უფლება თავს არავინ არ მისცეს, აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს ყოველგვარი ძალადობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. დედაქალაქში სტარტს ის საღამოს, პარლამენტის შენობიდან აიღებს და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაგრძელდება, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. აქცია „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. მათი განმარტებით, ეს აქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რათა სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახონ ერთობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია