fbpx

დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: თქვენი პირადი შვილები გამზადებული გაქვთ (გყავთ – არა) სამსხვერპლოდ, თუ როგორც ყოველთვის „მოყვასის” ბიოლოგიურ მასალაზე მსჯელობთ?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „გირჩი- ზურაბ ჯაფარიძის“ ლიდერის მოწოდებას („მსხვერპლის გაღება თუ არ ვისწავლეთ, თუ არ გავიზარდეთ – არაფერი გამოვა. ყველას ვერ დაგვიჭერენ”) ეხმიანება და სინანულით აღნიშნავს, რომ უწევს მის განცხადებებზე პასუხის გაცემა.

„მსხვერპლის გაღება თუ არ ვისწავლეთ, თუ არ გავიზარდეთ – არაფერი გამოვა. ყველას ვერ დაგვიჭერენ”… გვიწვევს გირჩი ნიძლავზე – ყველას დაჭერაც არ იქნება საჭირო. და კიდევ, თქვენი პირადი შვილები გამზადებული გაქვთ (გყავთ – არა) სამსხვერპლოდ, თუ როგორც ყოველთვის „მოყვასის” ბიოლოგიურ მასალაზე მსჯელობთ? – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება