fbpx

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“, „სირცხვილიასა“ და ბევრი მათი სატელიტის მოქმედებებსა და გეგმებში ევროპული არაფერია – ეს აქცია მიმართულია არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არამედ მათი პოლიტიკური მიზნებისკენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, დღეს დაგეგმილი აქცია არა ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, არამედ რადიკალების პოლიტიკური მიზნებისკენაა მიმართული.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „სირცხვილიასა“ და ბევრი მათი სატელიტის, ისევე, როგორც მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის მოქმედებებსა და გეგმებში ევროპული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ არის მიმართული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ, ის მიმართულია მათი პოლიტიკური მიზნებისკენ“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. დედაქალაქში სტარტს ის საღამოს, პარლამენტის შენობიდან აიღებს და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაგრძელდება, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. აქცია „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. მათი განმარტებით, ეს აქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რათა სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახონ ერთობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება