fbpx

მიხეილ სარჯველაძე: მოსალოდნელია, რომ 24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იგივე შინაარსის მატარებელი იქნება

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გახდება ცნობილი. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ, მათი აზრით, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება შინაარსობრივად იგივე დარჩება და საქართველო მიიღებს ევროპულ პერსპექტივას. მმართველი გუნდის აზრით, ევროპული პერსპექტივის მინიჭება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ოპოზიციაში კი კვლავაც ფიქრობენ, რომ ევროპული პერსპექტივა ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იგივე შინაარსის მატარებელი იქნება. შესაბამისად, კომენტარები, რომლებიც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად გაკეთდა, კვლავაც აქტუალური და ძალაში მყოფია. ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ იმ შინაარსის, რომელიც მომდევნო ეტაპებდა და მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ახალი სტატუსით მუშაობას შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება